უკანასკნელი ბრძოლა სოხუმისთვის 16 -27 სექტემბერი
ბოლო ბრძოლა სოხუმისთვის დაიწყო სრულიად მოულოდნელად ქართული მხარისთვის 16 სექტემბრის დილის 4 საათზე. სეპარატისტების აღმოსავლეთის ფრონტის ფორმირებებმა განავითარეს შეტევა ოჩამჩირის რაიონში არაკიჩი-ათარას ზონიდან ახალდაბა-აძიუბჟას მიმართულებით, ხოლო ამავე დღეს 13.00 საათზე დაიწყო შეტევა გუმისთის სადემარკაციო ხაზზე სოხუმის მიმართულებით.
ქართული მხარისთვის ეს შეტევა მოულოდნელი იმიტომ აღმოჩნდა რომ შევარნაძემ, ამ მოღალატემ 1993 წლის 27 ივლისს სოჭში რუსეთის “შუამავლობით ” ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აფხაზეთში ომის შეწყვეტის შესახებ რომლის მიხედვით ქართულ მხარეს რეგიონიდან სრულიად გაყავდა მძიმე შეიარაღება, რუსეთი კი მშვიდობას “უზრუნველყოფდა.”
აფხაზი სეპარატისტები კი პირიქით სრულიად აღჭურვილნი აღმოჩდნენ. 16 სექტემბრის დღის ბოლოს სოხუმი უკვე იბომბებოდა ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან. ამ ოპერაციას რუსეთიდან მოვლენილი სამხედრო სპეციალისტები ახორციელებდნენ რომლებსაც აფხაზური ფორმა ჩააცვეს, თორემ მაგ სად ყავდათ აფხაზებს პროფესიონალი პილოტები.
სახმელეთო მხარდაჭერას კი აფხაზ სეპარატისტთა ფორმირებები, კაზაკი მოხალისეები და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული 10 ათას კაციანი სამხედრო დაჯგუფება უზრუნველყოფდა.
17 სექტემბერს მოწინააღმდეგის ფორმირებებმა გადმოლახეს მდინარე გუმისთა, დაამყარეს კონტროლი ორივე ხიდზე და სოფელ აჩადარის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი დაიკავეს. 18 სექტემბერს ბრძოლა გაგრძელდა, მაგრამ მოწინააღმდეს წინსვლა არ ქონია.
19 სექტემბერს – საღამოს რუსულ-აფხაზურ-ჩრდილოეთ კავკასიელთა კოალიციის ძალებმა დაიკავეს აჩადარა და საავტომობილო ხიდით ფრონტის ხაზზე დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა გადმოიყვანეს. სოხუმს უკვე მძიმე ჯავშანტექნიკამაც შეუტია. სოხუმის გარნიზონს არტილერიის მხარდაჭერა ჭირდებოდა სასიცხლოდ, მაგრამ ის არსაც ჩანდა, რადგან შევარნაძეს სრულიად აფხაზეთიდან ყავდა გაყვანილი მძიმე შეირაღება.
20 სექტემბერს მოწინააღმდეგე უშუალოდ ქალაქს მიუახლოვდა და შიგ შესვლა სცადა, მაგრამ წარუმატებლად.
პარალელურად არ წყდებოდა მასირებული იერიშები ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან. ათობით გრადი უმოწყალოდ ბომბავდა ქალაქს. ქართველები კი პრაქტიკულად ვერაფრით პასუხობდნენ. რამოდენიმე ჰაუბიცა თუ მუშაობდა. სოხუმის გარნიზონი მხოლოდ ცეცსასროლი იარაღით, ტყვიაფრქვევებით, ყუმბარტყორცნებით და ავტომატებით იბრძოდა.
მიუხედავად ასეთი ძალთა საოცარი უთანასწორობისა, მიუხედავად იმისა რომ მოწინააღმდეგის ავიაცია და არტილერია არ ჩერდებოდა სოხუმის გარნიზონი საარაკო გმირობას ჩადიოდა. 20-24 სექტემბრის ბრძოლების დროს მოწინააღმდეგემ ფრონტის ხაზი ვერ გაარღვია. მხოლოდ 25 სექტემბერს ბრძოლაში ახალი შენაერთების ჩართვის შემდეგ სეპარატისტებმა გაარღვიეს ფრონტის ხაზი, შეაღწიეს ქალაქში და დაიკავეს ე.წ. ძველი დასახლება.
მთელი ეს პერიოდი სოხუმის დამცველები დახმარებას ელოდნენ, მაგრამ ის არსად ჩანდა. გარნიზონი კი უკვე გამოფიტული იყო და სასწრაფო როტაციას საჭიროებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა დანებებაზე უარს აცხადებდა.
26 სექტემბერს სიტუაცია კრიტიკული გახდა. ახალი რაიონი და რკინიგზის სადგური სეპარატისტთა კონტროლ ქვეშ გადავიდა.
27 სექტემბერს კი დილით დაიწყო მასირებული შეტევა სოხუმის ცენტრალურ ნაწილზე. სისხლისღმვრელი ბრძოლა გაჩაღდა. სოხუმის უკანასკნელი დამცველები ეცემოდნენ. საღამოს სოხუმიც დაეცა, მტერი მდინარე კელასურის მარჯვენა ნაპირზე გადავიდა!
სოხუმი დაეცა. მისი გარნიზონი პრაქტიკულად განიარაღებული 11 დღეს იგერიებდა კბილებამდე შეირაღებულ მოწინააღმდეგეს, მაგრამ მიუხედავად ამ საოცარი გმირობისა დახმარება ვერ მიიღო, არადა ოჩამჩირის რაიონში 5 ათასკაციანი სამხედრო დაჯგუფება იყო თავმოყრილი, რომელსაც უკვე ტანკებიც ყავდა და მძიმე არტილერიაც, რომელსაც უნდა განეხორციელებინა მასშტაბური შეტევა მდინარე კოდორზე და დროულად მიშველობდა ქალაქის დამცველებს, მაგრამ ეს შეტევა არ განხორციელდა, მეტიც 3 დღეში სრულიად აფხაზეთი დაიკარგა, და არც დამატებითი სამხედრო ძალები ჩამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან რომელსაც ასე ელოდნენ!
ამის შედეგად აფხაზეთში ქართველთა ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა და გენოციდი მოეწყო. აფხაზეთის ომი კი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა ჩვენს ისტორიაში. ომი სადაც რიგითი ჯარისკაცები და ოფიცრები სასწაულ გმირობებს ჩადიოდნენ, მაგრამ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა თბილისში შევარნაძის თამადობით, საერთოდ არ უმაგრებდა მათ ზურგს და ვაჭრობდა მათი საოცარი გმირობით და ვაჟკაცობით, ამას დამატებული არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ ღალატობდა მათ!
P.S რთულია მოიგო ომი, სადაც არმიის მეთაურებად ისეთი არარაობები გეყოლება როგორიც ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი იყო, თორემ რიგითმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა რეალურად თავი დადეს გამარჯვებისთვის!
წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: დათო ბიბლაია