მფრინავი მანქანა, ეს უკვე რეალობაა
Alef Model A – ეს მფრინავი მანქანის მოდელია, რომელიც ამერიკულმა კომპანია Alef Aeronautics-მა წარადგინა. მანქანის გასაყიდი ფასი $300 000 იქნება და ის გეგმით 2025 წელს უნდა გამოვიდეს. Alef-ს აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ „საჰაერო ვარგისიანობის სპეციალური სერთიფიკათიც“ გადასცა.
წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ მფრინავ მანქანაზე 3000 ერთეულს გადააჭარბა. ეს მოდელი უნიკალურია და განსხვავდება სხვა მფრინავი მანქანების მოდელებისაგან. მას არ გააჩნია ფრთები, შესაბამისად არც ასაფრენ ბილიკს არ საჭიროებს. მანქანის კორპუსის ქვეში განთავსებულია მძლავრი პროპელერები, რაც საკმარისია ავტომობილის ჰაერში ასაწევად.
წყარო: ALEF Aeronautics Model A