რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საინტერესო

ვიქტორ პირველი – პირველი აფრიკელი რომის პაპი ისტორიაში

ვიქტორ პირველი - პირველი აფრიკელი რომის პაპი ისტორიაში

პირველი აფრიკელი რომის პაპი ისტორიაში იყო ვიქტორ პირველი, რომელიც მოღვაწეობდა მეორე საუკუნეში.დაიბადა 140-160 წწ. შუალედში. წარმოშობით ბერბერი იყო. მის დაბადების ადგილად თვლიან ან ლეპტის მაგნას (ახლანდელი ლიბიის ქალაქ ხომსის ადგილას) ან ტრიპოლიტანიას. რაკი მაშინ რომის პაპები არ ფლობდნენ ისეთ პოლიტიკურ ძალაუფლებას, როგორსაც შუა საუკუნეებისდროინდელი პაპები, ჩანაწერები მათი მოღვაწეობის შესახებ სკრუპულოზურად არ აღინიშნებოდა და ამიტომ ვიქტორ პირველის პონტიფიკატის პერიოდი ძალიან მწირი ცნობებით შემოიფარგლება. მისი პაპობის დასაწყისად ერთ-ერთი ცნობით ითვლება 189 წელი.

მისი მმართველობის ყველაზე აღსანიშნავი მოვლენა იყო ქრისტიანულ თემში არსებული დაპირისპირება პასექის აღნიშვნის თარიღის გამო. მოიწვიეს სინოდი, რომელმაც დაადგინა, რომ პასექი აღენიშნათ კვირა დღეს. აღმოსავლეთის ეკლესიებმა,რომელსაც პოლიკრატე ხელმძღვანელობდა, წინააღმდეგობა გაუწიეს და გადაწყვიტეს მეთოთხმეტე დღეს, კვირის რა დღეც არ უნდა დამთხვეოდა ,აღენიშნათ პასექი, რისთვისაც მათ თოთხმეტდღიანები ეწოდათ. გაბრაზებულმა ვიქტორმა მათი ეკლესიიდან განკვეთა გადაწყვიტა და ქრისტიანულ თემში არსებული ეს დაპირისპირება კიდევ კარგა ხანს გრძელდებოდა.

ვიქტორ პირველი გარდაიცვალა 199 წელს რომში.

წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი Pat Aab 

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *