უკრაინა საარტილერიო პარკს ანახლებს
უკრაინა აპირებს შეიძინოს თვითმავალი საალტირელიო დანადგარები Dana M2.
როგორ ირკვევა უკრაინა აპირებს ჩაანაცვლოს მოძველებული საბჭოთა ეპოქის ბუქსირებული ჰაუბიცები 152mm ახალი ჩეხური თვითმავალი ჰაუბიცებით Dana M2. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო სარდლობის მეთაურის, გენერალ-მაიორ ანდრეი მალინოვსკის განცხადებით, უკრაინა აპირებს შეიძინოს თვითმავალი ბორბლებიანი ჰაუბიცები Dana M2. ეს არის 52 mm DANA vz. 77-ის მოდერნიზებული ვერსია. ის აღჭურვილია ძლიერი საბორტო კონტროლის სისტემით, რომელიც ასევე შეიცავს დიაგნოსტიკის და ნავიგაციის ქვესისტემებს, მიზნის ავტომატურ ნავიგაციას, სროლის ავტომატური კორექტირების სისტემებს და იძლევა საშუალებას სწრაფად მოიყვანოს დანადგარი საბრძოლო მდომარეობაში.