დიეგო მარადონას ქონების ხელში ჩასაგდებად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო
არგენტინის ნაკრების ლეგენდის, დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებამ მთელი საფეხბურთო სამყარო შეძრა. მსოფლიო ფეხბურთის „ღმერთს“ გამოეთხოვა. და დადგა დიეგოს ქონების განაწილების დრო. როგორც გაირკვა, გარდაცვლილ ექს-ფეხბურთელს ანდერძი არ დაუტოვებია. მან 2012 წელს დოკუმენტი გააფორმა, მაგრამ მალევე გაანულა.
როგორც ჩანს, მისი მემკვიდრეები ერთმანეთისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ. როგორც The Sun იტყობინება, მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მარადონას ქონების ხელში ჩასაგდებად ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს. მის ქონებაზე პრეტენზიას 16 ადამიანი აცხადებს, მათ შორის – 5 კანონიერი შვილია. ამას გარდა, დავას მარადონას შვიდი შვილი შეუერთდა, ისინი ქორწინების გარეშე დაიბადნენ და მათი ნაწილი მარადონას არასოდეს უნახავს. ასევე ამ პროცესის მონაწილეა მისი 4 დედმამიშვილიც.
დიეგოს ქონება 48.7 მილიონ დოლარათ არის შეფასებული. ამას გარდა, მარადონას ანგარიშზე ირიცხება თანხა Puma-ს და Coca-Cola-სთან გაფორმებული სარეკლამო კონტრაქტებიდან. საბუთების თანახმად, მარადონას აქტივები შვეიცარიაში, დუბაისა და ბუენოს-აირესში ინახება. მას აგრეთვე დარჩა შთამბეჭდავი ავტოპარკი.
არგენტინის კანონმდებლობით შვილების ქონების გარეშე დატოვება იკრძალაება, და აუცილებელია, რომ წილი ყველამ თანაბრად მიიღოს.
უცნობია თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სავარაუდოდ იქნება უამრავი სასამართლო და ყველა მათგანი საქმეს ადვოკატებთან დაიჭერს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას 60 წლის ასაკში, 24 ნოემბერს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაურთულდა. მის სახლთან უამრავი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ. 25 ნოემბერს ფეხბურთის „ღმერთი“ გარდაიცვალა.