რას ეძებ?

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ჯო ბაიდენი მომხრეა სიკვდილით დასჯის პრაქტიკის გაუქმების

სიკვდილით დასჯა

აშშ-ში ფედერალური პატიმრის სასიკვდილო განაჩენი აღესრულა. ბრენდონ ბერნარდი თითქმის 20 წლიანი პაუზის შემდეგ ლეტარული ინექციით სიკვდილით დასაჯეს, რაც ამ პერიოდში ფედერალური ხელისუფლების მიერ სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მეცხრე შემთხვევაა. ასევე, პრეზიდენტ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში კიდევ ერთი სიკვდილით დასჯაა მოსალოდნელი.

40 წლის ბრენდონ ბერნარდი იყო დანაშაულებრივი ბანდის წევრი. მან დანაშაული ტეხასში 1999 წელს ჩაიდინა, რა დროსაც მოკლა ორი ახალგაზრდა განსაკუთრებული სისასტიკით. უზენაესმა სასამართლომ კი უარი თქვა სიკვდილის განაჩენის შეცვლაზე. 2000 წლის სასამართლო პროცესზე, ბრენდონისთვის გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენი რამდენიმე ნაფიცმა მსაჯულმა გაასაჩივრა.

ბრენდონ ბერნარდი
ბრენდონ ბერნარდი
ლიზა მონტგომერი

ერთი თვით ადრე, აშშ-ში ასევე სიკვდილით დასაჯეს 49 წლის მამაკაცი, ორნალდო კორდია ჰოლი. მას ბრალად ედებოდა 16 წლის გოგონას გატაცება და შემდგომ მკვლელობა.

მომდევნო თვეს კი იგეგმება ლიზა მონტგომერის განაჩენის აღსრულება. ის სიკვდილმისჯილების რიგში ერთადერთი ქალია. მონტგომერის ბრალად ედება ფეხმძიმე ქალის დახრჩობა და ნაყოფის განადგურების მცდელობა, თუმცა ბავშვი გადაურჩა განსაცდელს და ის ახლა მოზარდია.

კვლევები აჩვენებს, რომ ამერიკელთა აზრი სიკვდილით დასჯის საკითხზე დაყოფილია. გამოკითხული ამერიკელების 55% გასამართლებულების სიკვდილით დასჯის მომხრეა, ხოლო 43% წინააღმდეგი.

არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ის სიკვდილით დასჯის პრაქტიკის დასრულების მომხრეა.

სიკვდილით დასჯა აშშ-ში
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *