რას ეძებ?

ბიზნესი გართობა მსოფლიო

აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული სახლი 160 მილიონად იყიდება

ყველაზე ძვირადღირებული სახლი აშშ-ში

მილიარდერმა სტივენ ფერენც უდვარ-ჰაზიმ საკუთარი სახლი, რომელიც 1998 წელს აშენდა აუქციონზე გამოიტანა. ბიზნესმენი კომპანია Air Lease Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორია. ფეშენებელური სახლის ღირებულება 160 მილიონი აშშ დოლარია. ეს ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონებაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ოდესმე აუქციონზე გაუტანიათ.

სახლის საერთო ფართობია 2600 კვადრატული მეტრი. მას აქვს 20 საძინებელი და 23 სააბაზანო, ასევე პარკინგი, რომელიც 30 ავტომობილზეა გათვლილი, ღვინის მარანი, ჩოგბურთის კორტი, საცურაო აუზი და მომსახურე პერსონალისა და სტუმრებისთვის განკუთვნილი ფლიგელები.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბევერლი ჰილზში მდებარე შენობის შეძენის შემთხვევაში მისი მფლობელები ცნობილი მსახიობების მეზობლები იქნებიან. მათ შორისაა დენზელ ვაშინგტონი, ედი მერფი და სილვესტერ სტალონე.

ყველაზე ძვირადღირებული სახლი
ყველაზე ძვირადღირებული სახლი
ყველაზე ძვირადღირებული სახლი
ყველაზე ძვირადღირებული სახლი
ყველაზე ძვირადღირებული სახლი
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *