რას ეძებ?

ბიზნესი მსოფლიო საზოგადოება

IKEA-ს დამაარსებელი, ინგვარ კამპრადი და მისი ცხოვრების კანონები

IKEA-ს დამაარსებელი, ინგვარ კამპრადი

რამოდენიმე წლის წინ გარდაიცვალა შვედი, რომელმაც ყოველგვარი გასროლის გარეშე დაიპყრო მსოფლიო — ინგვარ კამპრადი, IKEA-ს დამაარსებელი. აი მისი ცხოვრების კანონები.

  • ოჯახი არის – ფირმა, ხოლო ფირმა — ოჯახია.
  • ხელმძღვანელობაში მთავარია — სიყვარული. თუ ადამიანების სიმპათიებს ვერ მოიპოვებთ, ვერაფერს გაყიდით.
  • ჩვენ წამყვან სამენეჯერო პოზიციებზე ქალებს ვაყენებთ. რადგან სწორედ ქალები წყვეტენ ყველაფერს სახლში.
  • სიტყვა “შეუძლებელი” საერთოდ უნდა იყოს ამოღებული თქვენი ლექსიკონიდან.
  • მე — ვარ იკეას ყველა თანამშრომლისთვის მაგალითი. სანამ საკუთარ თავზე ფულს დავხარჯავ, ვსვამ კითხვას, ამის შესაძლებლობა ჩემი კომპანიის რიგით თანამშრომელსაც გააჩნია?
  • მე მაქვს კრიჟანის რეპუტაცია, და ძალიანაც ვამაყობ ამით.
  • IKEA იდეალური არ არის. მე ძალზედ მაღიზიანებს მსოფლიოს საუკეთესო კომპანიის ჩვენი სტატუსი. კიდევ ბევრია გასაკეთებელი — იდეალისთვის ჯერ არ მიგვიღწევია.
  • დააპროექტო მაგიდა, რომელიც 1000 დოლარი ეღირება, ძალიან იოლია. მაგრამ შექმნა მაგიდა, რომელიც 50 დოლარი ღირს, მხოლოდ საუკეთესოებს შეუძლიათ.
  • რა არის ჩემი კლიენტებისთვის კარგი? იგივე რასაც მე ავირჩევდი.
  • შეცდომების შიში — ბიუროკრატიის საფუძველი და განვითარების მტერია.
  • ერთში დარწმუნებული ვარ: წარუმატებლობა არის ეტაპი წარმატების გზაზე. ახალი პრობლემები ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნიან.
  •  დღესაც ვამაყობ იმით, რომ არ დამვიწყნია, როგორ მოვწველო ძროხა ან მოვთიბო ბალახი. იყავით უბრალოები, ნუ გრცხვენიათ საკუთარი თავის. (ინგვარ კამპრადი)

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა