რას ეძებ?

მსოფლიო პოლიტიკა

როგორია ისრაელის ბირთვული არსენალი

როგორია ისრაელის ბირთვული არსენალი (ატომური ბომბი)

ისრაელის ამჟამინდელი ბირთვული არსენალი შეფასებულია – 90 ბირთვული ქობინითა და მუხტით – 2024 წლის იანვარში სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის ( SIPRI) მონაცემებით, ისრაელს 90 ბირთვული მუხტი/ქობინი აქვს, რომელიც მოიცავს:

1) 30 ერთეულ ავიაბომბს, რომლის ჩამოგდებაც შეუძლიათ ისრაელის საჰაერო ძალებში არსებულ F-16 და F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს…. უცნობია აღნიშნულ თავისუფლად ვარდნად ბირთვულ ბომბებს პლანირებადი მართვის მოდულები გააჩნიათ თუ არა და შესაძლებელია, თუ არა მათი ჩამოგდება ისე, როგორც პირობითად JDAM -ის ავიაბომბებს ყრიან – ტექნიკურად შესაძლებელია რა თქმა უნდა…. კონკრეტულად არ სახელდება, რომელი ბომბი აქვთ- შესაძლოა B61-ზე იყოს საუბარი ( ის , რაც აშშ-ს საჰაერო ძალებში აქვთ) , თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, რადგან გასაიდუმლოებული ამბავია.

2) 50 თერმობირთვული ქობინი JERICHO III-ის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის. აღნიშნული ქობინები 150-იდან 400 კილოტონამდე სიმძლავრისაა. შედარებისთვის, შეგახსენებთ, რომ ჰიროშიმასა და ნაგასაკიში აფეთქებული ბირთვული ბომბები 20 და 15 კილოტონის სიმძლავრის იყო. 400 კილოტონიანი ქობინის მქონე რაკეტის აფეთქებას სრულად შეუძლია თეირანის ზომის ქალაქი საძირკველამდე დაანგრიოს. JERICHO III-ის მოქმედების მანძილი 6500კმ-ია, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას 11 000კმ-ზეც შეუძლია იფრინოს. აღნიშნულ რაკეტებს გააჩნიათ 2-3 განცალკევებადი დამოუკიდებლად მფრენი ქობინი- როდესაც რაკეტა დედამიწისკენ მოემართება, მეზოსფეროში შემოსვლისას 2-3 ქობინი გამოცალკევდება და ქვემოთ ეშვება იმ მიზნისკენ, სადაც აღნიშნული ქობინებია დამიზნებული.

3) 10 ბირთვული ქობინი POPEYE-ს ტიპის წყალქვეშა ნავებზე ბაზირებადი ფრთოსანი რაკეტებისთვის. აღნიშნული რაკეტების გასროლა ისრაელის საზღვაო ძალებში არსებული Dolphin-ის კლასის დიზელის ძრავიანი წყალქვეშა ნავებიდანაა ( აქტიურ სერვისში 5 ჰყავთ) შესაძლებელი .

ისრაელის ბირთვული იარაღის პროგრამა 1950-იანი წლების ბოლოს დაიწყო, 1974 წლისთვის კი უკვე ჰქონდათ მნიშვნელოვანი რაოდენობის ბირთვული შეიარაღება. სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის ( SIPRI) ინფორმაციით, 2023 წლის დასაწყისში ისრაელს პლუტონიუმის ისეთი რაოდენობა ჰქონდა, რომ შეეძლოთ 277 ბირთვული ქობინი შეექმნათ.

პ.ს სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც 1966 წელს შეიქმნა უსაფრთხოებისა და შეიარაღების, სამხედრო წარმოებისა და იარაღის ვაჭრობის საკითხებს იკვლევს.

წყარო: სამხედრო სიახლეები

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა