რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია

ჰოვანეს (ივანე) ბაღრამიანი

ჰოვანეს (ივანე) ბაღრამიანი

ჰოვანეს (რუსიფიცირებული: ივანე) ბაღრამიანი – მის სახელს ატარებდა ეთნიკურად სომხებისგან დაკომპლექტებული ბატალიონი აფხაზეთის ომში, აქედან გამომდინარე ბევრი ქართველი დღემდე ფიქრობს უშუალოდ ბაღრამიანიც ჩართული იყო ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც სრული სიცრუეა, რადგან ბაღრამიანმა სამხედრო კარიერა პირდაპირი მნიშვნელობით ნიკოლოზის დროს დაიწყო, 1915 წელს და დაამთავრა 1970 წელს, გარდა ამისა იგი აფხაზეთის ომამდე 10 წლით ადრე გარდაიცვალა მოსკოვში.

ჰოვანესი ოჯახის წევრების გზას მიყვებოდა და რკინიგზის ინჟინერიაზე სწავლობდა თბილისში 3 წელი წარჩინებულად, თუმცა პირველი მსოფლიო ომის გამო ამ პროფესიის მაგივრად სამხედრო საქმეს მიჰყო ხელი. ომის ბოლოს მონაწილეობა მიიღო სარდარაბადის ბრძოლაში, სადაც სომხეთის ეროვნული საბჭოს ძალებმა თურქები დაამარცხეს, მერე იყო მაისი აჯანყება დაშნაკების მთავრობის წინააღმდეგ სომეხი ბოლშევიკების მიერ, სადაც ჰოვანესი აჯანყებულთა რიგებში იდგა, ამბოხი კრახით დასრულდა. მერე დაიწყო უკვე ათათურქის თურქეთის აგრესია სომხეთი ახალშექმნილ რესპუბლიკაზე, სომხეთის დაცვაში მონაწილეობას ბაღამიანიც იღებდა.

1920 წელს, ბაღრამიანი წითელ არმიაში მოხალისედ წავიდა, რომლის ფორმითაც მეორე მსოფლიო ომამდე არ უომია, მაგრამ გერმანელების წინააღმდეგ, მან როგორც უკვე მაღალი რანგის ოფიცერმა თავი დიდად გამოიჩინა, მონაწილეობა მიიღო კიევის, როსტოვის, ხარკოვის მეორე, კურსკის, მემელის, კენისბერგის ბრძოლებში, ასევე მონაწილეობდა კოზელსკის შეტევის, ბალტიის იერიშის, კურლანდის კამპანიის, ოპერაცია ,,ბაგრატიონის” მიმდინარეობაში. სსრკ – ს მარშლობის გარდა, ბაღრამიანს ორჯერ მიანიჭეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. გარდაიცვალა 1982 წელს მოსკოვში, დასაფლავებულია კრემლში.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა