რას ეძებ?

ისტორია საქართველო

ტყვეთა სყიდვა / ქართველი ბავშვების გასაყიდი ბაზარი

ტყვეთა სყიდვა / ქართველი ბავშვების გასაყიდი ბაზარი

ტყვეებად ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იყიდებოდა. მათი ყველაზე დიდი ექსპორტიორი დასავლეთი საქართველო იყო – იმერეთის სამეფო, სამეგრელო და გურია. ამ რეგიონებში მოგროვილი ტყვეები ან ანაკლიიდან მიჰყავდათ გემით სტამბოლის ბაზარში, ან აჭარაში გადმოყავდათ, რომელიც იმ პერიოდში ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო, და აჭარიდან ანაწილებდნენ.

ტყვეთა სყიდვა ან ტყვის სყიდვა — ესაა ადამიანებით ვაჭრობის ფორმა, რომელიც საქართველოში XIV-XV საუკუნეებში გაჩნდა და განსაკუთრებით მასშტაბური გახდა მომდევნო XVI – XVIII საუკუნეებში. და როცა სოლომონ პირველმა ტყვეთა სყიდვა აკრძალა, ამის გამო მას გადაემტერა საკუთარი დედა და პატრიარქი, რომელთაც ფულის შოვნის გზა დაუხშო.

ასეთია ჩვენი ისტორიის დიდი ნაწილი , რომლის დავიწყებაც გვინდა. სამარცხვინო ერი, სამარცხვინო ბერი და რაც მთავარია მთავრები რომლებიც დღემდე აფრიალებენ საკუთარ სისხლითა და ცოდვით მორწყულ გვარებს )

ასეთი უთავმოყვარეო ერი, მეორე არ მეგულება…ხუთი საუკუნის ( ექვსისაც, პრინციპში) მანძილზე ჰყიდნენ ხან თავადები მათ შვილებს, ხან თავად ჰყიდნენ საკუთარ ცოლებსა და შვილებს და გადაშენების პირას მყოფნიც, კი ცხოველის მონური მორჩილებით იტანდნენ ყოველივეს.

მეჩვიდმეტე საუკუნიდან სქართველოს ყველაზე მნიშნელოვანი „საექსპორტო საქონელი“ საუბედუროდ ადამიანები იყო. ზ. ჭიჭინაძის თქმით გურიიდან ყოველწლიურად 10-12 ათასამდე ბავშვი იყოდებოდა, მთლიანად დასავლეთ საქართველოდან კი 40-50 ათასამდე, ეს რიცხვი კი დღევანდელი ჩოხატაურის მუნიციპლიტეტის მოსახლეობას ორჯერ აღემატება. სქართველოში „ტყვეთა სყიდვა“ ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას მოყვა და ამ უბედურებაზე მეტი ზიანი ჩვენი ქვეყნისათვის არცერთ დამპყრობელს არ მიუყენებია.

საუბედუროდ საქართველოდან ნებისმიერი ფორმით წყვანა/წასვლა ისევე როგორც ადრე, დღესაც დიდი უბედურებასთან ერთად გარკვეულ „პერსპექტივასაც“ აძლევდა/აძლევს წასულებსა და გაყიდულებს. საყოველთაოდ ცნობილია ეგვიპტეში, ერაყში, სპარსეთსა და ინდოეთში წარმატებული ქართველები. არსებობს ამ მხრივ ერთი საინტერესო ისტორია გრაფი პავლე ივანეს-ძე ქუთაისოვისს (1759-1834) – ქუთაისელი ბიჭი ჯერ თურქებზე გაყიდეს, რომელბმაც იანიჩარად გაზარდეს, მერე რუსებს ჩაუვარდათ ტყვედ, შემდეგში კი რუსეთის იმპერატორ პავლე პირველთან ყველაზე დაახლოებული პირი გახდა, მიიღო გრაფის ტიტული და იმპერიაში ერთ-ერთ დიდი გავლენის მქონე ადამიანად ითვლებოდა.

დონ კრისტოფორო დე კასტელი ალბომში არის სამი ნახატი, რომელიც ასახავს 1634 წელს გურიის პროვინციის საპორტო ქალაქ ქობულეთში ადამინებით ვაჭრობას, ამავე ნახატებზე არის წარწერები, რომელთა შინაარსი ძალიან მძიმე წასაკითხია, მაგრამ ასახავს იმ ტრაგიკულ რეალობას, რომელიც მაშინ არსებობდა.

ქართველი ბავშვების გასაყიდი ბაზარი , ქობულეთის მოედანზე და ამავე ბავშვებით დატვირთული გემი , სტამბოლისაკენ.
ქართველი ბავშვების გასაყიდი ბაზარი , ქობულეთის მოედანზე და ამავე ბავშვებით დატვირთული გემი , სტამბოლისაკენ.

—————————

დონ კრისტოფორო დე კასტელი (1597 -1659) „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ წერს: –

* * * * *

ამ ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად საჯარო ვაჭრობა იმართება ყველა ჯურისა და ასაკის ბავშვთა, კაცთა და ქალთა გასაყიდად. აქედან გადიან კონსტანტინეპოლისაკენ ქრისტიანების მიერ თურქებზე გაყიდული ბავშვებით დატვირთული სავსე გემები, მათი ბავშვების სულები ხომ სამუდამოდ დაკარგულია!

აქ შვილი დედას და მამას ჰყიდის, რაც ფაქტია: მამები და დედები თავიანთ შვილებს ჰყიდიან, რადგან ფულს უფრო აფასებენ, ვიდრე საკუთარ სისხლს.

* * * * * *

მატუტა ჩენსარია საკუთარ დედას ჰყიდის. ჩვენებმა მას ჰკითხეს: ასეთ დიდ ცოდვას რატომ ჩადიხარო? მან გვიპასუხა: ეს ცოდვა არ არის, პირიქით, დიდი შემბრალებლობააო. პირველყოვლისა, რადგან დედაჩემი მიდის თურქების ქვეყანაში, ამით თავის მდგომარეობას იუმჯობესებს. აქ რომ ყოფილიყო, აქ რომ ყოფილიყო თავისი ლაპარაკით ამიმხედრებდა საქონელს, ოჯახსა და შვილებს, ახლა კი ჩემი ცოლი დამშვიდდება და დაწყნარდებაო.

* * * * * *

გურიის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში, რომელიც მდებარეობს შავ ზღვასთან, მოედანზე მოდიან, სხვებთან შედარებით, უფრო მეტად თურქები და ყიდულობენ ქრისტიან ტყვეებს, მრავალი ათასი ბავშვი მიყავს დემონს აღმოსავლეთის ამ ქვეყნიდან. რადგან ყოველწლიურად საუკეთესო არსებანი გაჰყავთ. . . კორონტის ნავით შავი ზღვით, რომელიც ტბას წარმოადგენს, და ჯოჯოხეთში მიჰყავთ ბავშვები.

ბავშვებით დატვირთული ხომალდი მიდის ჯოჯოხეთში.

ჩემი სიცოცხლისათვის უბედური დრო დამიდგა ამ სოფელში. ვტიროდი მრავალი სულის დაკარგვას, რადგან თურქეთში მიერეკებოდნენ ამ საცოდავ ქრისტიანებს. ამ ხალხისათვის ბევრი მოწყალება გამიღია და ამ ავადმყოფობის დროს. . . მიმკურნალნია მათთვის, თანაც მოვმსახურებივარ სხვადასხვა საქმეშიც.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა