რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია

პაპი სილვესტერ II (გერბერტუსი)

პაპი სილვესტერ II (გერბერტუსი)

945-950 წწ. შუალედში აქვიტანიის საჰერცოგოში (საფრანგეთი) დაიბადა გერბერტუსი, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი უგანათლებულესი რომის პაპი სილვესტერ მეორე.

მისმა მშობლებმა ის განათლების მისაღებად მიაბარეს ახლომდებარე ბენედიქტინების სააბატოში, სადაც ის აბატ რაიმუნდის მოწაფე გახდა.

დაახლოებით 963 წელს შევიდა წმინდა ჟერალ ორიიაკელის მონასტერში. ოთხი წლის შემდეგ მონასტერი ინახულა ბარსელონას გრაფმა ბორელ მეორემ (არ აგვერიოს ჟოზეფ ბორელში) და აბატმა სთხოვა გერბერტუსი თან წაეყვანა, რათა მას ესწავლა. კატალონიაში მან მათემატიკის და არაბულის (მაშინ ესპანეთის უდიდესი ნაწილი არაბული იყო და ეს ენა გავრცელებული) სწავლას მიჰყო ხელი. აგრეთვე არაბულში იწაფებოდა სევილიასა და კორდობაში.

გერბერტუსი სწავლობდა ეპისკოპოს ატტო ვიკელის ხელმძღვანელობით სანტა მარია დე რიპოლის მონასტერში, სადაც სხვა მონასტრების მსგავსად, სამეცნიერო მანუსკრიპტების დიდი რადენობა იყო დაგროვილი. აქ მომავალი პაპი ასტრონომიასაც დაეუფლა.

ის მრავალ მონასტერს და მრავალ ავტორს სწერდა, რათა მას წიგნები გამოეგზავნათ მისი სამეცნიერო ბიბლიოთეკისთვის, რომლის აშენების იდეაც მან გაანდო ეპისკოპოს ებერჰარდ ტურელს 984 წელს.

გერბერტუსმა შეისწავლა აგრეთვე ინდურ-არაბული ციფრები ნულის გარეშე (მაშინ ევროპაში არ იცოდნენ ამის შესახებ, თუ არ ჩავთვლით არაბულ ესპანეთს) და მიუსადაგა ეს მის მიერ გამოგონილ აბაკუსს.

969 წელს ბორელ მეორემ გააკეთა პილგრიმობა რომში და გერბერტუსი თან აიყვანა. აქ გერბერტუსი შეხვდა პაპ იოანე მეცამეტეს და იმპერატორ ოტტო პირველს. პაპმა ურჩია იმპერატორს, გერბერტუსი მისი უმცროსი შვილის აღმზრდელად აეყვანა. რამდენიმე წლის შემდეგ მონარქმა ნება მისცა გერბერტუსს წასულიყო სასწავლებლად რეიმსის კათედრალში, სადაც ის 973 წელს მასწავლებლად დანიშნა არქიეპისკოპოსმა ადალბერონმა. აქ ის იმყოფებოდა 989 წლამდე (981-983წწ.გამოკლებით, როცა ის ბობიოს მონასტერის მეთაური იყო). 991 წელს გერბერტუსი აირჩიეს ადალბერონის ადგილას, ხოლო შემდეგ გახდა იმპერატორ ოტტო მესამის და პაპ გრიგოლ მეხუთის მასწავლებელი. 998 წელს ის დანიშნეს რავენას არქიეპისკპოსად.

ამ ბრწყინვალე საეკლესიო კარიერის გვირგვინი გახლდათ მისი პაპად არჩევა იმპერატორის მხარდაჭერით 999 წლის 2 აპრილს. გარდაიცვალა 1003 წლის 12 მაისს რომში.

რაც შეეხება მის დამსახურებებს, მან ევროპელებს თავიდან ასწავლა აბაკუსის (გერებერტუსის აბაკუსზე ერთ-ერთი მათემატიკური მოქმედeბა, არმილიარული სფეროს (ცაზე პლანეტათა განლაგების მოდელი) და წყლის ორღანის გამოყენება (რომელიც ევროპაში დაიკარგა დასავლეთ რომის იმპერიის დაცემასთან ერთად), აგრეთვე გააცნო არაბული ციფრები. ეკუთვნის მრავალი მეცნიერული ნაშრომი. მას მიიჩნევენ პირველს ქრისტიანულ ევროპაში (ალ-ანდალუსის გამოკლებით), რომელმაც გამოიყენა ათობითი სისტემა (რომელიც ინდურ-არაბულიდან ისწავლა). მასთან დაკავშირებულია მრავალი ლეგენდა, მოხსენიებულია ლიტერატურულ ნაწარმოებებში, მათ შორის „ოსტატსა და მარგარიტაში“.

ტეგები:
შემდეგი სტატია

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა