გალაკტიონის ,,მთაწმინდის მთვარე” – ანიმაცია
გიორგი გაგლოშვილის ანიმაცია, გალაკტიონი და ,,მთაწმინდის მთვარე”. ანიმაცია ეძღვნება გალაკტიონის დაბადების დღეს: ვანის რაიონ სოფელ ჭყვიში, 1891 წლის 17 ნოემბერს, დაიბადა ქართული პოეზიის გენია, გალაკტიონ ტაბიძე!!!
ანიმაციის ავტორი: გიორგი გაგლოშვილი (გაგლო) ლექსს კითხულობს: მურმან ჯინორია. აუდიო გამოყენებულია მურმან ჯინორიას მონო-სპექტაკლიდან “ქარი მწყურია მე პირდაპირი”
ანიმაციის მიზანია საზოგადოებისთვის თანამედროვე ახლებური სახით გავაცოცხლო ჩვენი მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან მდიდარია. ბევრი შეიძლება არ კითხულობდეს ვაჟას, ილიას ან აკაკის, თუმცა როცა ასე განსხვავებული პროფილით აჩვენებ ამ ყველაფერს და ქმნი პოეტს თუ მწერალს, რომელიც თავისივე დაწერილ ლექსს კითხულობს, უკვე მიმზიდველია და ჩემი აზრით ხელს უწყობს ამ მემკვიდრეობის შემონახვას მომავალი თაობებისთვის – ამბობს ანიმაციის ავტორი.