არკანზასი: უნიკალური საინჟინრო გადაწყვეტილება
ეს უნიკალური ნაგებობა შეგიძლიათ ნახოთ ჩრდილოეთით Marked Tree-დან დაახლოებით შვიდი მილის დაშორებით, პოინსეტის ოლქში ჩავარდნილი მიწების ტერიტორიაზე (1811-1812 წლებში ახალი მადრიდის მიწისძვრების შედეგი). ის 1988 წელს შეტანილი იქნა ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში.
აშენდა 1939 წელს აშშ-ს არმიის ინჟინერთა კორპუსის მიერ, სამი მასიური მილი, როგორც “სენტ ფრენსის აუზის წყალდიდობის კონტროლის პროექტის განუყოფელი ნაწილი”. სიფონები ასევე წარმოადგენდა უნიკალურ საინჟინრო გადაწყვეტილებას. ამ ტიპის კონსტრუქცია, შეიქმნა მდინარე წმინდა ფრანცისკის დინების ასამაღლებლად გრუნტის კაშხალზე გავლით და კაშხლის მეორე მხარეს მდინარის კალაპოტში გადასაგდებად.
სამი ფოლადის მილი, რომელიც შეადგენდა კონსტრუქციის ნაწილს, ღირებულებით $215,000 და იყო ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში, ცხრა ფუტის დიამეტრით (2.7432 მ.) და სიგრძით 228 ფუტი (69.4944 მ.). როგორც აღწერილია არკანზასის ენციკლოპედიაში: ”მათი მუშაობის სიმარტივე ნამდვილად არ შეესაბამებოდა რეალობას. პირველ რიგში, ვაკუუმური ტუმბო ავსებდა თითოეულ სიფონს. სიფონის შევსების შემდეგ ვაკუუმური ტუმბო ითიშებოდა და ნაკადი თვითშენარჩუნებადი ხდებოდა. ჰაერის სარქველი აკონტროლებდა ნაკადის სიჩქარეს. ”
1939 წლიდან სიფონები ინარჩუნებენ მდინარე “წმინდა ფრანცისკეს “მის ბუნებრივ კალაპოტში, ამასთანავე იცავენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და საშუალებას აძლევს დასახლებების გაფართოებას ამ ტერიტორიაზე .
გააქტიურების შემდეგ, სიფონებს შეუძლიათ განუსაზღვრელი ვადით იმუშაონ, იკვებება მხოლოდ გრავიტაციით. რვა ათწლეულის შემდეგ, 1990-იან წლებში ჩატარებული კაპიტალური რემონტის შედეგად სატუმბი პროცესი ჯერ კიდევ გამართულად ფუნქციონირებს. როგორც არკანზასის ენციკლოპედია აღნიშნავს – „დასრულებული სიფონების ტესტებმა გამოავლინა მუშაობის 97,1 პროცენტიანი ეფექტურობა”.
წყარო: Only in Arkansas: Marked Tree Siphons lift a river