ჟან-ჟაკ რუსო / რომანტიზმის მამა
ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778 წწ.) არის ფილოსოფოსი XVIII საუკუნის ფრანგული გაგებით, თუმცა ის არ იყო „ფილოსოფოსი“ დღევანდელი გაგებით. მიუხედავად ამისა, მან ძლიერი გავლენა მოახდინა ფილოსოფიაზე, ისევე, როგორც ლიტერატურაზე, პოლიტიკურ გემოვნებასა და ადათებზე.
როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი აზრი მისი, როგორც მოაზროვნის, ღირსების შესახებ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ მისი, როგორც სოციალური ძალის უზარმაზარი მნიშვნელობა. ეს მნიშვნელობა უმთავრესად მომდინარეობდა მისი მოწოდებიდან გულისადმი და იმისკენ, რასაც მის დროს „მგრძნობელობა“ ეწოდებოდა. ის არის რომანტიზმის მამა, ინიციატორი აზროვნების სისტემისა, რომელსაც არაადამიანური ფაქტები ადამიანური ემოციებიდან გამოჰყავს და ფსევდოდემოკრატიული დიქტატურების პოლიტიკური ფილოსოფიის გამომგონებელი, რომელიც ტრადიციულ აბსოლუტურ მონარქიებს უპირისპირდებოდა.
მისი დროიდან მოყოლებული ისინი, ვინც საკუთარ თავს რეფორმატორებად განიხილავდა, ორ ჯგუფად იყოფოდნენ – მის მიმდევრებად და ლოკის მიმდევრებად. დროდადრო ისინი თანამშრომლობდნენ და მრავალი ვერ ამჩნევდა მათ შორის არსებულ შეუთავსებლობას. მაგრამ თანდათანობით შეუთავსებლობა სულ უფრო ცხადი ხდებოდა. დღევანდელი დღის ჰიტლერი რუსოს შედეგია; ჩერჩილი და რუზველტი – ლოკის.
© ბერტრან რასელი / დასავლური ფილოსოფიის ისტორია (თანამედროვე ფილოსოფია)