რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

ასურეთის იმპერია კავკასიაში (ასურეთი)

ასურეთის იმპერია კავკასიაში (ასურეთი)

ასურეთის სახელმწიფო დაარსდა ძვ.წ 2200 წელს, მაგრამ თავიდან იყო ძალიან სუსტი, სხვის მორჩილებაში, მაგრამ ძვ.წ მე -14 საუკუნიდან ასურეთი იწყებს გაძლიერებას და იქცევა ზესახელმწიფოდ რომელიც შეაზანზარებს მთელ ახლო აღმოსავლეთს, სპარსეთის ყურეს, წინა აზიას და მათ შორის კავკასიასაც.

კავკასიის საზღვრებს პირველად ასურეთი მოადგა მეფე ტიგლატფილასარ I -ის დროს ძვ.წ 1112 წელს. მაშინ კავკასიაში ორი სახელმწიფო იყო დიაოხი და კოლხეთი. სწორედ დიაოხის საზღვრებს მიადგა ასურეთის არმია. თვითონ ტიგლატფილასარის ანალებში მოხსენიებულია როგორც “ნაირის ქვეყანა”. ომი დიაოხის სასტიკი მარცხით დასრულდა. როგორც მეფის საქებარ წერილში წერია “მე დავამარცხე ნაირის მეფე და მისი 60 მოკავშირე და სრულიად დავიპყარი ეს ქვეყანა”.

რა ტერიტორიას მოიცავდა დიაოხი. სიმონ ჯანაშიას მიხედვით, ის მოიცავდა თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოს და ტაო-კლარჯეთს.

ტიგლატფილასარი ამის შემდეგ ბრუნდება უკან, მაგრამ როგორც ძველი წყაროები გვამცნობენ, მისი წასვლის შემდეგ მოსულა კოლხთა მეფე დიდი არმიით, გაუნადგურებია იქ მდგარი ასირიელთა ჯარები და რეგიონი დაუკავებია. ტიგლატფილასარს უკან დაბრუნება მოუწია და გაიმართა ახალი დიდი ომი რომელიც სამწუხაროდ ასირიელთა გამარჯვებით დასრულებულა. კოლხებმა დიდი მთების უკან დაიხიესო. აქ აშკარად რიკოთი იგულისხმება.

ასურეთის ბატონობა კავკასიის ამ რეგიონში გაგრძელებულა 50 წელი, ამის შემდეგ ასურეთში შიდა არეულობა დაწყებულა, და იმპერიას შორეული პროვინციები დაუთმია და თავდაცვაზე გადასულა.

ასურეთის ჯარები კავკასიაში ისევ ძვ.წ მე -9 საუკუნეში გამოჩდნენ. აქ უკვე კიდევ ერთი ძლიერი სახელმწიფო გაჩნდა რეგიონში ურარტუს სახით. ასურეთის მეფემ სალმანსარ მესამემ თავის მმართველობის მე 15 წელს, მმართავდა ძვ.წ 859 -824 წ. დალაშქრა კავკასია. მას სასტიკად დაუმარცხებია ურარტუს მეფე რომელსაც მაგ მომენტისთვის ყავდა დამორჩილებული დიაოხი და ახალ მეფედ ასირიის მორჩილი ასიასი დაუსვია. როგორც სალმანსარის ანალებში წერია: “დავდგი ჩემი ტახტი და გამოსახულება ნაირის ქვეყნის მეფის ქალაქის ცენტრში, მოვიდა მეფე ასიასი, აღიარა ჩემი უზენაესობა და ემთხვია ჩემს ფეხებს!”

ძვ.წ 800 წლამდე ასურეთი ისევ მმართავს დიაოხის, მერე კი ისევ იწყება არეულობა ცენტრში და მისი ჯარები რეგიონს ტოვებენ.

ძვ.წ 786 წელს კოლხეთის მეფე იპყრობს დიაოხის და აქცევს თავის პროვინციად, ამარცხებს რა ურარტუს ჯარებს, მერე კი უკვე სარდური მეორის დროს ურარტუ, ძვ. 750 -742 წლებში წარმოებული დიდი ომის დროს იღებს რევანშს და იბრუნებს რეგიონს.

ძვ. 714 წელს ასურეთის მეფე სარგონ მეორე იწყებს დიდ ლაშქრობას კავკასიაში. ის პირწმინდად ანადგურებს ურარტუს სამეფოს, მიწასთან გაასწორებს მის დედაქალაქ ტუშპას, მერე რელიგიურ ცენტრ ქალაქ მუსასირს, ამის გარდა იპყრობს 60 ქალაქს, ურარტუს მეფე რუსა მეორე თავს იკლავს, ამის შემდეგ როგორც ასირიული წყაროები იუწყებიან ანადგურებს დიდ კოალიციას 23 მეფისგან შემდგარს, რომელთაც მუშკთა, იგივე მესხთა ხელმწიფე ედგა სათავეში, სასტიკად ამარცხებს კოლხთა მეფის დიდ ლაშქარს. ამდენი გამარჯვების შემდეგ ყველა მეფე აღიარებს ასურეთის მეფის უზენაესობას. სწორედ აქ ხვდება პირველად ტიტული “მეფეთა-მეფე” რომელსაც სარგონი იღებს.

ამის შემდეგ ასურეთი ხდება დომინანტი ძალა რეგიონში. მხოლოდ ერთხელ ყოფილა მცდელობა აშურბანიპალის დროს (ძვ.წ 669 -631) ერთიანი ძალით დაემარცხებინათ ასირიელები, მაგრამ ყველაფერი ისევ ასირიელთა ტრიუმფით დასრულებულა. ასე გრძელდება მე ძვ.წ. 7 საუკუნის 630 წლამდე როცა სკვითები შემოიჭრებიან კავკასიაში, გაანადგურებენ ადგილობრივ სახელმწიფოებსაც და მათ დასახმარებლად მოსულ ასირიულ ჯარებს და ასურეთი რეგიონს საბოლოოდ კარგავს. 25 წელიწადში კი ასურეთი თვითონ წყვეტს არსებობას როგორც სახელმწიფო!

ასეთია ასურეთის ძლევამოსილი იმპერიის როლი კავკასიის ისტორიაში!

ასურეთის იმპერია (ასურეთი)

კავკასია ასურეთის იმპერიის დაცემის შემდეგ

ძვ. წ. 600 წელს კავკასიია შემდეგი სახით ხვდებოდა. რეგიონში სრული ქაოსი და ანარქია სუფევდა. გასულ საუკუნეებში რეგიონში ჰეგემონიისთვის მებრძოლ სამივე ზესახელმწიფოს დაესრულებინა არსებობა. ასურეთის იმპერიას, მიდიელებმა, სკვითებმა და ბაბილონელებმა მოუღეს ბოლო, ურარტუ მიდიამ და სკვითებმა გაანადგურეს და როცა მომთაბარეთა ქარიშხალმა გადაირა მიდიის პროვინციად იქცა, კოლხეთის სამეფოს 2000 წლოვანი სახელმწიფოებრიობაც სკვითო-კიმერიელთა მასობრივმა შემოსევამ და სტეპებიდან წამოსულმა მომთაბარეთა უზარმაზარმა მასამ მოუღო ბოლო. კავკასია მათი თარეშის ადგილად იქცა.

ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდი ხანი, სანამ სრულიად კავკასია ძვ.წ 520 წლისთვის არ დაიმორჩილა აქემენიდთა იმპერიის ერთ-ერთმა უდიდესმა მმართველმა- დარიუს პირველმა. მან შემდგომ იმპერიის გაფართოება სცადა და სკვითების დაპყრობა, მაგრამ მარცხი იწვნია.

ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა სანამ არ დაიწყო ბერძნულ-სპარსული ომები სადაც აქემენიდთა იმპერიამ სასტიკი მარცხი არ განიცადა და არ მოაწერა ძვ. წ 449 წელს დამამცირებელ კალიასის ზავს ხელი. ამან იმპერიაში რყვევები გამოიწვია რომლის დროსაც ეგვიპტემ და კოლხეთის სამეფომ აღიდგინეს თავიანთი სუვერენიტეტი. მართალი ორივემ ბევრად შემცირებულ საზღვრებში, მაგრამ მათი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა აღდგა.

ეგვიპტე თუ დარჩა მტრულ სახელმწიფოდ სპარსეთის მიმართ, კოლხეთის სამეფომ აჯანყების წარმატებით დაგვირგვინების შემდეგ სულ სხვა გზაა აირჩია. თუ ეგვიპტურ – სპარსული ომები გაგრძელდა და ძვ.წ 343 წელს სპარსეთმა ეგვიპტე ისევ დაიპყრო, კოლხებმა მოკავშირეობა შესთავაზეს აქემენიდებს და მათი საზღვრების ჩრდილოეთიდან დაცვა.

როგორც ჰერედოტე წერს: “კოლხები არ ემორჩილებიან სპარსელებს მას შემდეგ რაც დიდი აჯანყების შედეგად გაიმარჯვეს, მაგრამ უცნაური დიპლომატიური ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ. ყოველ 5 წელიწადში ერთხელ კოლხეთის მეფე აგზავნის დიდძალ ოქროს და 200 ჭაბუკს უკვდავთა გვარდიის შესავსებად. ამავე დროს ისინი სისტემატურად ლაშქრავენ ჩრდილოელ მომთაბარეებს, აფართოვებენ საკუთარ საზღვრებს და არ აძლევენ მათ საშუალებას დალაშქრონ სპარსეთის იმპერიის ტერიტორია”

იგივეს ადასტურებს ბეძენი სარდალი და ისტორიკოსი ქსენოფონტე რომელიც ძვ. 401 -399 წლებში იმყოფებოდა სპარსეთის იმპერიაში. ის ამბობს რომ: “კოლხეთი არის საოცრად მდიდარი და განვითარებული ქვეყანა, მათი ქალაქები და განვითარების დონე არაფრით ჩამოუვარდება ბერძნულს მაგრამ ასეთი უცნაური დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ სპარსეთის მეფეებთან. სანაცვლოდ არც სპარსეთი ცდილობს ისევ დაიპყროს კოლხეთი და მათ შორის სრული მშვიდობა სუფევს! “

ასე გრძელდებოდა სანამ არ გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი და არ დაიპყრო აქემენიდთა უზარმაზარი იმპერია. მისი გარდაცვალების შემდეგ იწყება დიადოხთა ომები და მისი იმპერიის გაყოფა. კავკასია ხდება სელევკიდთა იმპერიის გავლენის სფეროში. ბერძნენი ისტორიკოსის აბიდოსის მიხედვით სელევკიდების მაკედონური ფალანგა, თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ იპყრობს სრულიად ამიერკავკასიას და ძვ.წ 299 წელს სელევკი ქმნის აქ ბუფერულ სახელმწიფო იბერიას, რომლის შემადგენლობაშიც შეყავს დაპყრობილი კოლხეთი და მას ევალება ჩრდილოეთით მცხოვრები მომთაბარეების შეკავება. იმპერიის დაამარსებლის სელევკის მოკვლის შემდეგ იწყება არეულობა და იმპერია კარგავს პოზიციებს.

იქმნება პონტოს სამეფო ძვ. წ 281 წელს, რომლის ტერიტორიის ნაწილი კავკასიას მიეკუთვნება. კოლხეთიც ისარგებლებს სელევკიდების იმპერიაში შექმნილი კრიზისით და აღადგენს თავის დამოუკიდებლობას. ძვ წ 275 წელს სელევკის შვილის ანტიოხ პირველი სოტერი აწყობს დიდ ლაშქრობას კავკასიაში, თავისი სახელმწიფოს კონტროლის აღსადგენად რომელიც დიდი გამარჯვებით სრულდება. რეგიონის ყველა სამეფო აღიარებს მის უზენაესობას.ისინი კისრულობენ ყოველწლიური ხარკის გადახდას და მის დაძახილზე ჯარების გამოყვანას, დღევანდელი სომხეთის ტერიტორიას კი ის უშუალოდ როგორც პროვინციას ისე იერთებს.

ასეთი სიტუაცია გაგრძელდება სანამ არ დაიწყო სელევკიდების იმპერიასა და რომს შორის გრანდიოზული ომი რომელიც ძვ.წ 192 -188 წლები გაგრძელდა და სელევკიდების გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. ამის შემდგომ მათი იმპერია რღვევას იწყებს. მათ შორის ტოტალურად აჯანყდება კავკასიაც. სელევკიდებს ძალა არ შესწევთ შეინარჩუნონ რეგიონი. პონტოს სამეფო, კოლხეთი, იბერია ისევ დამოუკიდებელნი ხდებიან, იქმნება ასევე ორი ახალი სახელმწიფო სომხეთი რომელიც თავს ურარტუს ძველი სამეფოს მემკვიდრედ აცხადებს და ალბანეთი რომელიც ბერძნული წყაროების მიხედვით 26 ტომმა დაარსა რომლებიც ჩრდილოეთიდან მოვიდნენ. (მდებარეობდა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე). ძვ.წ. 185 წლისთვის კავკასია სრულიად თავისუფალი იყო, მის ტერიტორიაზე კი 5 სუვერენელი, განვითარებული სახელმწიფო მდებარეობდა და იწყებოდა სრული ახალი ეტაპი მის ისტორიაში!

წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი Data Gunjua

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა