ჟევადონის მხეცის ისტორია
ჟევადონის მხეცის ისტორია, 1764 წელს იწყება, როდესაც ხარის ზომის მგელი ადგილობრივ ქალს დაესხა თავს, მაგრამ ქალი მხოლოდ მეცხვარე ძაღლების დახმარებით გადარჩა.
აღსანიშნავია, რომ მხეცის არსებობის არავის სჯეროდა, სანამ თავდასხმები არ გაძლიერდა და მსხვერპლთა რიცხვი არ გაიზარდა.
საქმე ისე დატრიალდა, რომ თვით ლუი XV-მ გამოგზავნა რაზმი მხეცის მოსაკლავად და მოკლეს კიდეც, მაგრამ თავდასხმები გაგრძელდა.
მხეცის ტაქტიკა შემდეგი იყო, ბასრი კბილებით სახეში ეცემოდა, კლანჭებით კი ყელის არეში აყენებდა მძიმე ჭრილობებს.
მხეცი მონადირე ჟან შასტელმა მოკლა, რომელიც დ’აპშეს რაზმში შედიოდა.
მკვლელობები 1767 წელს დასრულდა, მხეცის სახელზე 230 თავდასხმა ფიქსირდება(ძირითადად ბავშვები), საიდანაც 100 მკვლელობით დასრულდა. გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ საქმე არა ერთ მხეცთან, არამედ მხეცების ჯგუფთან გვქონდა, რითაც აიხსნება მკვლელობის შემდეგ გაგრძელებული თავდასხმები.
პ.ს ხაზგასასმელია, რომ შასტელის იარაღი ვერცხლის ტყვიებით იყო დატენილი, ასევე შასტელს მუდმივად თან ჰქონდა ბიბლია.