რას ეძებ?

ბიზნესი საქართველო

თბილისში საუკეთესო სასტუმრო / MD APART HOTEL

MD APART HOTEL

დღევანდელ რუბრიკაში გაგაცნობთ თბილისში ერთ-ერთ საუკეთესო, სასტუმროს MD APART HOTEL -ს. სასტუმრო მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას, მეტრო-სადგურ ისანის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად კი ნავთლუღის 11/13 ქუჩაზე. 9-სართულიან სასტუმროში თქვენ შეხვდებით სტანდარტულ ულამაზესს ნომერს, ლუქსის ტიპის და ასევე ნახევარ ლუქსის ნომრებს. თითოეული ტიპის ნომერი გამორჩეულია თავისი კომფორტულობით და ლამაზი ინტერიერით. არა მხოლოდ საქართველოში არამედ. მსოფლიოს მაშტაბით ბევრგან ვერ შეხვდებით იმას რომ სტანდარტულ ნომერს ყველას, ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ყველა ნომერს გააჩნია თავისი პირადი იზოლირებული აივანი სადაც მოსასვენებელი კუთხეცაა, გააჩნია ნახევრად იზოლირებული სამზარეულო თავისი ჩაშენებული ტექნიკით. თბილისში გინახავთ სასტუმრო სადაც სტანდარტულ ნომერში დაგხვდებათ ჩაშენებული გაზქურა, მაცივარი, მაგიდა თავისი სკამებით ევროპულ სტილში და ასევე წარმოიდგინეთ რომ ეს ყველაფერი არ არის. სასტუმრო ნამდვილად ევროპული სტანდარტებისაა და კონკურენტებისგან განსხვავებით ზუსტად იციან მომხმარებლის კომფორტის დონე როგორ აამაღლონ და ამაღლებული აქვთ კიდევაც.

თითოეული ოთახის (ნომერის) კვადრალუტობა ალბათ ხვდებით უკვე რო ამ კომპონენტშიც კი კონკურენტებისგან განსხვავებით გაცილებით მაღალ დონეს იკავებენ, რა კვადრატულობისაა რომ, ამდენ რამეს იტევს ნომერი. ვყოფილვართ სხვადასხვა ვითომ ევროპულ სასტუმროებში სადაც საწოლზევე გიწევს საუზმის მირთმევა ან და ერთი ორი ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელია ისეთი პატარა ზომის ოთახებია. MD APART HOTEL-ი ჩვენთვის არის საუკეთესო თბილისში.  ნებისმიერი ტიპის ოთახის ჯავშნისას ყოველდღიურად გადის ოთახი გენერალურ დასუფთავებას. არ შემიძლია არ გამოვყო ორი უსაყვარლესი და თავისი საქმის პროფესიონალი დამლაგებელი ქალბატონი ლალი და ქალბატონი თამარი, ისე გულმოდგინედ ასუფთავებენ ყოველდღიურად ნორმებს რომ ნამდვილად შეუძლია სასტუმროს ხელმძღვანელობას იამაყონ საკუთარი გუნდით. რა მდგომარეობაშიც არ უნდა დატოვოთ ნომერი გასვლის წინ, დარწმუნებული იყავით რომ ეს ორი სასწაული ქალბატონები საუკეთესო კონდიციებში დაგახვედრებენ ნომერს თუმცა, აქვე ავღნიშნავ რომ სასტუმროში ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი პირადი ჰიგიენა და არ ვიყოთ დამოკიდებულები დამლაგებელთა ჯგუფზე, უნდა გვახსოვდეს რომ იქ ჩვენ ვიმყოფებით და იმის ხარჯზე რომ დაგვილაგებენ ნომერს არ უნდა დავტოვოთ საშინელ მდგომარეობაში.

სასტუმროს მეორე სართულზე განლაგებულია მიმღები ჯგუფი, უკეთილშობილესი უსაყვარლესი და საუკეთესო ანი გაბარაშვილი ისე მიგიღებთ თითქოს სასტუმროში კი არა ახლობელ ოჯახში მოხვდით, მისი გარჯა ჩვენ არ გამოგვეპარება და დარწმუნებულები ვართ სასტუმროს ხელმძღვანელობაც კარგად ხვდება მის ფასს.

სასტუმროს მთავარი მენეჯერი კი შორენა ბადუაშვილი გახლავთ რომელიც სასტუმროს ერთგულ კლიენტებს 15% ფასდაკლებითაც კი აჯილდოვებს. ამ სასტუმროს ხო ყველაფერი აქვს იმისთვის რომ მომხმარებელი დააკმაყოფილოს და მაინც მეტი რა უნდა ინატრო კლიენტმა ხომ მეთანხმებით? მაგრამ კი ხედავთ რასაც აკეთებს მთავარი მენეჯერი რომ მაქსიმალურად დააფასოს სასტუმროს ერთგული კლიენტები.

სტატიის ბოლოს კი მინდა გითხრათ რომ, ერთხელ მაინც თუ ესტუმრებით სასტუმრო MD APART HOTEL-ს თქვენი ფავორიტი სასტუმრო გახდება და სხვაგან არც კი განიხილავთ წასვლას. გაითვალისწინეთ ასევე ისიც რომ სასტუმროში 1 თვიანი ან უფრო მეტხნიანი ჯავშნის შემთხვევაში სასტუმროს პერსონალი განსაკუთრებულ პირობებს შემოგთავაზებთ. სიტყვაზე არ გვენდოთ, მიბრძანდით მეტრო ისანის მიმდებარე ტერიტორია, ნავთლუღის 11/13 ქუჩა და დარწმუნდით თავადვე ამ სასტუმროს საუკეთესოობაში.

შეფასებები:

1. სასტუმროს დიზაინი 10/10
2. სასტუმროს ნომრების ინტერიერი 10/10
3. სასტუმროს მიმღები პერსონალი 10/10
4. სასტუმროს სისუფთავე 10/10
5. სასტუმროს დამლაგებელთა ჯგუფი 10/100000000 (პროფესიონალი და უსაყვარლესი დამლაგებელთა ჯგუფი რომელთაც საკუთარ ნომერს პირადად მე უპირობოდ ვანდობდი)
6. სასტუმროს მენეჯმენტი 10/10
7. სასტუმროს ნომრების ფასი 10/10
8. სასტუმროში ფასი ხარისხთან შესაბამისობა 10/10
9. სასტუმროს მენეჯერი 10/10

სუბიექტურობაში არ ჩამითვალოთ თუმცა შეგიძლიათ თავად ესტუმროთ და დარწმუნდეთ ჩვენს შეფასებაში. უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ სასტუმროს მენეჯერთან ინტერვიუს და სასტუმროს ნომრების დეტალურ განხილვას ვიდეოს სახით.

*სტატია მომზადებულია სპეციალურად ARTICLE-ისთვის.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *