რას ეძებ?

ასტროლოგია სხვა

ასტროლოგია: მითი თუ სინამდვილე

ასტროლოგია, მითი თუ სინამდვილე

ბევრ ადამიანს ასტროლოგიაზე მცდარი წარმოდგენა აქვს. ერთერთი მათგანი ეხება პროგნოსტიკას. ხშირად კითხულობენ ,,რა გველის ტყუპებს”, ,,რა გველის ვერძებს”? თუმცა ასეთი შეკითხვა იმთავითვე არასწორია.

ადამიანები ხშირად აიგივებენ საკუთარ თავს ზოდიაქოს იმ ნიშანთან, რომელშიც მზე მოძრაობდა მათი დაბადებისას. ამიტომ ხშირად ამბობენ ,,მე ვერძი ვარ”, ,,მე კურო ვარ”, ,,მე ტყუპები ვარ” და ა.შ. მზე მართალია მნიშვნელოვანი პლანეტაა ნატალურ რუკაში, მაგრამ ზოგჯერ მასზე გავლენიანი შეიძლება სხვა პლანეტა იყოს ან სხვა ნიშანში მეტი პლანეტა ყავდეს ადამიანს. ამიტომ მზის ნიშნის აღწერა სულაც არ ემთხვეოდეს მის ხასიათს.

გარდა ამისა სულ ზოდიაქოს 12 ნიშანია. გამოდის დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 1/12 თითოეულ ნიშანს მიეკუთვნება. ანუ მსოფლიო მოსახლეობის ერთი მეთორმეტედი ვერძია, მეორე მეთორმეტედი- კურო, მესამე- ტყუპები და ა.შ. როგორ წარმოგიდგენიათ შეიძლება თითოეული მეთორმეტედი ერთნაირი ხასიათის იყოს ან ერთნაირი პროგნოზი შევუდგინოთ?

ყველა ჩვენგანს აქვს თავისი ინდივიდუალური ნატალური რუკა, რომელიც მის ხასიათს აღწერს და პროგნოზიც კეთდება ინდივიდუალურად და მხოლოდ ზოგად სურათს და განწყობას ასახავს. ამიტომ როცა სადმე წაიკითხავთ, რომ ,,ხვალ ტყუპებისთვის შესანიშნავი დღეა” ან ,,კირჩხიბებს დიდი გამოცდა ელით”, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ თქვენი ყურადღების მისაზიდად იწერება.

ხშირად ასეთ პროგნოზებს თვითონ ჟურნალისტები იგონებენ, რომ მკითხველი მიიზიდონ ან შესაძლოა ასტროლოგსაც უკვეთავენ მათ დაწერას. თუ ადექვატურად გაკეთებული პროგნოზია შესაძლებელია, ნაწილობრივ სწორიც კი გამოდგეს, იმ შემთხვევაში თუკი ადამიანს ბევრი პლანეტა ყავს ამ ნიშანში.

ასტროლოგია ფატალურია?

დღეისათვის ასტროლოგიას ხშირად განიხილავენ როგორც ეზოთერიის ნაწილს. თუმცა ეზოთერიას მისტიურობის ელფერი დაკრავს, კლასიკური დასავლური ასტროლოგია კი მიწიერია და პრაქტიკული. ასტროლოგი არის თარჯიმანი, რომელმაც იცის ვარსკვლავების ენა და თარგმნის. რა თქმა უნდა კარგი ინტუიცია ყველა საქმეს ჭირდება, თუმცა ასტროლოგია გაცილებით მეტად ეყრდნობა ლოგიკას, ვიდრე ინტუიციას.

ასტროლოგიას შეგვიძლია ვუწოდოთ ოკულტური მეცნიერება. მხოლოდ იმ კუთხით, რომ ის უბრალოდ დაფარული ცოდნაა. იმიტომ რომ ყველამ არ იცის ვარსკვლავების ენა.

დღევანდელი მოთხოვნებით ასტროლოგია ვერ აკმაყოფილებს მეცნიერების სტატუსს. რაიმე სწავლება, რომ მეცნიერებად აღიარონ, საჭიროა სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება. რამდენჯერაც არ უნდა ჩატარდეს ექსპერიმენტი, შედეგი უნდა იყოს ერთი და იგივე. ასტროლოგიის შემთხვევაში კი ასე არ გამოვა. რადგან ყოველი ნატალური რუკა არის ინდივიდუალური. ნატალური რუკის სულ ყველა მაჩვენებელიც, რომ გაითვალისწინო, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და რა გზას აირჩევს ცხოვრებაში, რომელი კუთხით გამოიყენებს ნატალური რუკის პოტენციალს, ჩვენ არ ვიცით.

ასტროლოგია არ უარყოფს თავისუფალ ნებას. პირიქით ხაზს უსვამს მის არსებობას. ყველა ადამიანი იბადება გარკვეული მონაცემებით. იბადება გარკვეულ ქვეყანაში, ოჯახში, გარკვეული ნიჭით, გარკვეული ფიზიკური მონაცემებით და ასევე გარკვეული ნატალური რუკით. ნატალურ რუკაში აქვს უამრავი, ამოუწურავი შესაძლებლობა, რომლის რეალიზაციასაც არ ეყოფება ათასობით წლები. ამიტომ რა გზას აირჩევს მოცემული მონაცემებიდან, ეს უკვე მისი ნებაა.

თუკი თქვენ ასტროლოგი გეუბნებათ, რომ ეს თქვენი ბედია, კარმაა, რომ წინა ცხოვრებაში ჩადენილი დანაშაულების გამო ისჯებით, ეს მკითხაობაა და არა ასტროლოგია. კითხეთ, ვინც ამას გეუბნებათ, რითი დაგიმტკიცებთ. ეს უფრო მჯერა-არ მჯერას პრინციპზეა დაფუძნებული. გინდა დაიჯერებთ ამ ზღაპრებს და გინდა – არა. რწმენის თემაა, ისევე როგორც ნებისმიერი რელიგიური მოძღვრება.

ასტროლოგია მართალია თვითონ ბევრი მეცნიერების და რელიგიის საწყის წარმოადგენს, მაგრამ არც ერთია და არც მეორე. ამიტომაც დავწერე თავიდანვე რომ ასტროლოგია პრაქტიკულია, მიწიერია. ასტროლოგია არსებობს მას შემდეგ რაც არსებობს კაცობრიობა და მისი მთავარი დანიშნულება არის პროგნოზირება. თუმცა ის ასევე კარგად აღწერს ადამიანის ხასიათსაც, მის ფსიქოლოგიური პორტრეტს. სწორედ ამ ხასიათის შტრიხებიდან გამომდინარე გვეხმარება შევურჩიოთ ადამიანს პროფესია, პარტნიორი, ვურჩიოთ მისთვის უფრო შესაფერისი საცხოვრებელი ადგილიც კი და ა.შ.

წყარო: ასტრო-ფსიქოლოგია

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა