ბელა ჰადიდი თავის მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრობს
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი, ბელა ჰადიდი, რომელიც პლანეტის ულამაზეს ქალად არის აღიარებული, სოციალურ ქსელში ღიად ალაპარაკდა. მოდელმა თავის მენტალურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა და “ინსტაგრამზე” ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ ტირის:
“გქონდეს განცდა, რომ საკმარისად კარგი არ ხარ, ბუნებრივია, თუმცა ამავდროულად ძალიან მტკივნეულია გასააზრებლად. ყველა ადამიანი განსხვავებულია, თითოეულს აქვს რაღაც განსაკუთრებული და უნიკალური. ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ძირითადად ყველა ერთნაირად ვგრძნობთ თავს: როდესაც არ იცი რისი გაკეთება გინდა, რა მიზანი აქვს შენს არსებობას, ხარ დაბნეული და საკუთარ გონებაშივე დაკარგული. ეს არის შფოთვა, რომელსაც ფარავ და თვალთმაქცობ, თითქოს ყველაფერი კარგადაა.” – წერს 25 წლის მოდელი, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და არაერთი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა.