რას ეძებ?

ბიზნესი საზოგადოება საქართველო

ჯორჯ კობი, ამერიკაში მოღვაწე წარმატებული ქართველი ბიზნესმენი

ჯორჯ კობი, ამერიკაში მოღვაწე წარმატებული ქართველი ბიზნესმენი

გიორგი კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, ქართველი ბიზნესმენია, რომელმაც ამერიკაში 1945 წელს მინის სათამაშოები შექმნა. დღეს მსოფლიო ნაძვის ხეები ქართველი გამომგონებლის დამსახურებით ირთვება. ყუთზე დატანილია წარწერები ,,კობი” და ,,შობა არის კობი”.

მის გამოგონებებს შორისაა: წყალგამძლე ცემენტი, ზედმგრადი მინა-ბლოკი, რომლითაც უამრავი ცათამბრჯენი აშენდა და ასევე ფერადი მინის ნათურები, ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, რომლებმაც სანთლები შეცვალა. (იმ დროს ნაძვისხეები ირთვებოდა სანთლებით, რის გამოც ხშირად ჩნდებოდა ცეცხლი)

ამერიკაში წასვლამდე ის ძმასთან ერთად ბორჯომში, მინის ქარხანაში მუშაობდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს, გაჭირვებულებს, თავის სოფელში, თხმორში სკოლა და აფთიაქი აშენა, სურდა საქართველოში აეშენებინა მინის ქარხანა, თუმცა, ბოლშევიკებმა მისი დაჭერა გადაწყვიტეს, ამიტომ ის იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა.

ჯორჯ კობი ერთხმად იყო აღიარებული „ამერიკული ქიმიური ინდუსტრიის მეფედ“. 1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, ქართველი ბიზნესმენი
ჯორჯ კობი
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *