iPhone 12 სა და iPhone 12 Pro-ს ელემენტების მუშაობაში ხარვეზებია აღმოჩენილი
ახალი მოდელების ელემენტები 5G ქსელში მუშაობისას მალე იცლებიან
ამერიკული კონპანია Apple-ის ახალი სმარტფონების, iPhone 12-სა და iPhone 12 Pro-ს ელემენტების დაუმუხტავად მუშაობის ხანგრძლივობა 5G ქსელში საგრძნობლად დაბალია 4G ქსელთან შედარებით. ამის შესახებ იუწყება პორტალი Apple Insider.
მათ მონაცემებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ iPhone 12-ის ელემენტები დაუმუხტავად 4G ქსელში 10 სთ და 23 წთ ძლებენ, ხოლო 5G ქსელში 8 სთ და 25 წთ-ს. ანალოგიურად iPhone 12 Pro-ს შეფარდება 11 სთ და 24 წუთია 9 სთ და 6 წუთის წინააღმდეგ. პირველი მოდელისთვის სხვაობა 118 წუთია, მეორესთვის 138.
შეგახსენებთ, Apple-ში განაცხადეს რამდენი ეღირება აღნიშნული მოდელების შეკეთება. iPhone 12 – სთვის ეკრანის გამოცვლის ღირებულება 279 დოლარია.
ასევე ირკვევა, რომ შეკვეთები აღნიშნულ მოდელებზე რამოდენიმეჯერ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებლებს iPhone 11-ის გაშვებისას.