რას ეძებ?

მსოფლიო სიახლეები

მძარცველი, რომელმაც საკუთარი თავი შემთხვევით დანაშაულის ადგილზე გამოკეტა

მძარცველი, რომელმაც საკუთარი თავი შემთხვევით დანაშაულის ადგილზე გამოკეტა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქ.დურბანის გარეუბანში პოლიციელებმა დააკავეს დამნაშავე, რომელმაც ღამით მოახერხა მაღაზიაში შეღწევა ძარცვის მიზნით, თუმცა შემთხვევით ჩაიკეტა და ვეღარ მოახერხა უკან გამოსვლა, იუწყება გამომცემლობა The South African.

ღამით, 16 ოქტომბერს მაღაზიაში შეული მძარცველი გაურკვეველი მიზეზების გამო იზოლაციაში აღმოჩნდა,  მან ვერ მოახერხა უკან გამოღწევა, რის შემდეგ კარადის უკან დაიმალა.

დილით აღნიშნული სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს სამსახურში დაბრუნებისას ობიექტი არეული და მოუწესრიგებელი დახვდა. როდესაც მან ვიდეოკამერების ჩანაწერი დაათვალიერა მიხვდა, რომ დამნაშავე ჯერ ისევ შენობაში იყო.

დანაშაულის ადგილზე ფირმის დაცვის თანამშრომლები მოვიდნენ, რომლებმაც პოლიციელების დახმარებით ბოროტმოქმედი დააკავეს.

საჭირო გახდა სავაჭრო ობიექტის გარკვეული დროით დახურვა. დაწყებულია გამოძიება.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *