უძველესი კოლხეთი (კოლხა ან კოლხიდა)
წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua
ბევრი მონაცემები დაკარგულია, ბევრი რამე ბურუსითაა მოცული, მაგრამ ის ცნობები რაც გვაქვს, ძველი ასირიული, ეგვიპტური, ურარტული, ბერძნული წყაროებიდან რეალურად საუბარია ძალიან დიდ ცივილიზაციაზე. აქ უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული მედიცინა, ხელოვნება, განათლება და სამხედრო საქმე.
მაგალითად ტროას აღმომჩენი ჰენრიხ შლიმანი ამტკიცებდა რომ ტროას ომი ეს იყო დიდი ომი კოლხეთის ძლევამოსილ სახელმწიფოსა და ბერძნულ ცივილიზაციას შორის და მაშინდელი კოლხური ცივილიზაცია გადაჭიმული იყო დღევანდელი კონსტანტინოპოლიდან რუსეთის დღევანდელ პორტ ნოვორისისკამდე და რომ ეს დიდი და ძლევამოსილი ცივილიზაცია დაეცა ძვ.წ 7 საუკუნეში ქიმერიელების და სკვითების მასობრივი შემოსევის შედეგად. ის თხოვდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამეს გათხრების დაწყების უფლებას და პირდებოდა რომ კოლხეთის მეფეთა უძველესი სასახლის ნანგრევებს იპოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ მას ამის უფლება არ მისცეს.
მაგალითად ასირიული წყაროები იგივე ტიგლატპალასარ პირველის რომელიც მეფობდა ძვ.1114-1076 წლებში, მის მიერ წარმოებულ ომებს რომ აღწერენ პირდაპირ ამბობენ რომ მან დაიპყრო “ნაირის ქვეყანა” დღევანდელი დიაოხი, მაგრამ მერე ამ მიღწევის დაცვა მოუწია რადგან მოვიდა კოლხთა მეფე და სცადა ასირიელთა განდევნა. ანუ კოლხეთის სამეფო იმდენად ძლიერი იყო რომ ერთი-ერთზე შეეძლო ძლევამოსილ ასურეთის იმპერიასთან ომი. იგივე წერია ურარტულ წყაროებში.
უფრო აქეთ რომ წამოვიდეთ ცნობილი ბერძენი ანტიკური ისტორიკოსი და სამხედრო მეთაური ქსენოფონტე რომელიც აღმოჩნდა აღმოსავლეთში და კავკასიაში ძვ.წ 401 -396 წლამდე აღწერს რომ კოლხთა ტერიტორია მაშინ იწყებოდა დღევანდელი ტრაპიზონიდან და მთავრდებოდა დღევანდელ ტუაფსეში, იგი აღწერს რომ ეს სამეფო უფრო დიდი ყოფილა ადრე, მერე მომთაბარეებს დაუნგრევიათ, მერე დარიოს პირველს დაუპყრია, მაგრამ ახლა ისევ თავისუფლება აქვთ მოპოვებული და სპარსელებს არც ემორჩილებიან და არც ხარკს უხდიან. გამოყოფს რომ მათი ქალაქები არაფრით ჩამოუვარდება ბერძნულს, ისევ ხაზგასმულია მედიცინის და თვითორგანიზაციის მაღალი დონე!
ისტორიული ცნობები მიხედვით ეს მეორე კოლხური სამეფო დაიპყრო ძვ. I. საუკუნის 90 იან წლებში მითრიდატე ევპატორმა და შემდგომ პომპეუს დიდმა რომს დაუმორჩილა როცა საბოლოოდ დაამარცხა მითრიდატე ძვ. წ. 65 წელს. ამით ანტიკური კოლხეთის ისტორია სრულდება.
როგორც ზემოთჩამოთვლილი წყაროები, ასევე უამრავ სხვაზე დაყრდნობით ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება და ეს არ იქნება გაზვიადება და ამაზე ფაქტები და წყაროები მეტყველებენ. ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დიდ ცივილიზაციასთან, რომელსაც უდიდესი მიღწევები ჰქონდა სხვადასხვა სფეროში და იყო დრო იმდენად ძლიერი იყო რომ, მაშინდელი მსოფლიოს ზესახელმწიფო ასურეთის იმპერიასთან შეეძლო ომი და განვითარებით მაშინდელი მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ცივილიზაციას არ ჩამოუვარდებოდა!