რას ეძებ?

საინტერესო ფილოსოფია

ოშო / სექსიდან სუპერცნობიერებამდე

ოშო / სექსიდან სუპერცნობიერებამდე

სიცოცხლე არის აქ და ახლააქ ახლა. ის არის თითოეულ წამს, მაგრამ ადამიანის გონება წარსულსა და მომავალზე ფიქრობს. როცა ამ გონების ფიქრი სექსს ეხება, მაშინ გონება იმ სექსუალურ გამოცდილებაზე ფიქრობს, რომელიც უკვე იყო წარსულში ან წარმოიდგენს იმას, რაც მომავალში მოხდება, რაც შეიძლება მოხდეს ან რისი დიდი სურვილიც აქვს, რომ მოხდეს. როცა გონება ასეა დაკავებული, წარსულსა და მომავალზე ფიქრშია ჩაკარგული, თესლის ფიზიკური ნაწილაკები არ ნადგურდება, მაგრამ ფსიქიკური ენერგია, რომლის შესახებაც ვილაპარაკე, ნადგურდება. თესლის ნაწილაკები, რა თქმა უნდა, განადგურდება რეალური სექსუალური ურთიერთობისას, მაგრამ ფსიქიკური ენერგია ფიქრის დროსაც კი ნადგურდება. ასე რომ, ის, ვინც სექსზე ფიქრობს იდეებითა და წარმოდგენებითაც კი, ამ ენერგიას ქვემოთ მიმართავს. მხოლოდ განსჯებით იმ სექსუალურ სიამოვნებებზე, რომლებიც მან გამოცადა, ან მათზე, რომელთაც გამოცდის, ენერგიის ნაწილაკიც კი არ დაიკარგება სხეულის მიერ. მაგრამ ამდენი განსჯა საკმარისია, რომ გაანადგუროს ფსიქიკური ენერგია. მენტალურ-ფსიქიკური ენერგია განადგურდება. ის რეალური ენერგიაა.

სექსუალური ურთიერთობისას სხეულის მხოლოდ ზოგიერთი ნაწილაკი იკარგება, მენტალური სექსით – უდიდესი მენტალური ენერგია. თუ დღეს არა, ხვალ (მომავალში) სხეული მთლიანად განადგურდება. სხეული არ ღირს იმად, რომ მასზე იფიქრო. მთავარი, მნიშვნელოვანი საკითხია მენტალური ენერგია, რომელიც შენთან რჩება შენი მომდევნო დაბადებისას. ამიტომ ვამბობთ, რომ ისის, ვინც მომენტიდან მომენტამდე ცხოვრობს და არ ფიქრობს წარსულისა და მომავლის სექსუალურ სიამოვნებებზე, რეალურად ცხოვრობს მომენტიდან მომენტამდე, ინარჩუნებს თავის გონებრივ ენერგიას.

არის კიდევ ერთი საინტერესო რამ, რაც უნდა გვახსოვდეს. პიროვნებას, რომელიც ნაკლებად წუხს თავის წარსულსა და მომავალზე და იმითაა დაკავებული, რაც მის წინ არის, ღრმადაა ჩანთქმული მასში და მასში ცხოვრობს, ნაკლებად დაძაბული ცხოვრება აქვს. რაც უფრო ნაკლებია დაძაბულობა, მით უფრო მეტია სექსის აუცილებლობა, იმიტომ, რომ მაშინ სექსი იწყებს მუშაობას, როგორც შვება. ასე რომ, პიროვნება იმდენად სექსუალურია, რამდენადაც ის წუხს. სწორედ ისე, როგორც დღეს ის არის თანამედროვე ევროპასა და ამერიკაში.

მთელი მათი ცხოვრება სავსეა სექსით ისევე, როგორც საზრუნავებითა და შფოთვით. სექსის აუცილებლობა გაცილებით ნაკლებად იქნება იმ ცხოვრებაში, რომელიც თავისუფალია საზრუნავებისა და შფოთვისგან. პიროვნებას, რომელიც ერთ ჯერზე ერთ საქმეს აკეთებს, მოსწონს, როცა ორმოს თხრის თავის ბაღში. ის მხოლოდ ამ საქმით არის დაკავებული. როცა ის ჭამს, მაშინ ჭამითაა გართული, როცა სძინავს, მხოლოდ ამას აკეთებს, არ აწუხებს საკუთარ თავს, არ აქვს გადატვირთული გონება, შემდეგ ენერგიის გამოყენების აუცილებლობა ყოველდღე მცირდება. ამას ორი მიზეზის გამო ვამბობ – ფიქრით გონების სექსუალური ენერგია ნადგურდება, დაძაბულობა აკუმულირდება წარსულში და მომავალში ჩაფლულობით. როცა დაძაბულობა აკუმულირდება, სხეული თავის ენერგიას კარგავს. ენერგიის შემცირებით გამოწვეული რელაქსაცია დასვენებას ჰგავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რელაქსაცია და დაქანცულობა დასვენებაა. როცა მთლად ქანცგაცლილი ვწვებით, გვგონია, რომ ვისვენებთ.

და კიდევ ერთი რამ – სექსზე ფიქრი უფრო მავნებელია, ვიდრე თავად სექსი. სექსი შეიძლება ადვილი და ბუნებრივი იყოს, მაგრამ მის შესახებ ფიქრი ხშირად არაბუნებრივია, გაუკუღმართებულია. ათასობით ადამიანის გამოცდილების შესწავლის შემდეგ ფსიქოანალიტიკოსები გვეუბნებიან, რომ ადამიანი ზედმეტად არის დაინტერესებული მენტალური სექსით და ვერავითარ სიამოვნებას ვერ იღებს ნამდვილი სექსუალური ურთიერთობისგან. სექსი, რომელიც გონებაში მიმდინარეობს, უფრო საინტერესო და ფერადოვანია. როცა სექსი ასე გაუკუღმართებულია ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს შიგნით ქაოსი იქმნება. სექსის შესახებ ფიქრი გონების ფუნქცია არ არის. იმ ადამიანის ინტელექტი, რომელიც თავის გონებას სექსუალური ცენტრის ფუნქციის შესასრულებლად იყენებს, ირყვნება, ფუჭდება, როგორც გურჯიევი იტყოდა ხოლმე. ასეთი ინტელექტი განწირულია იმისთვის, რომ გაიხრწნას, იმიტომ, რომ ამ ორის ფუნქცია განსხვავებულია. აი, ასეთი შედარება რომ მოვიყვანოთ – თუკი ადამიანი შეეცდება, საკვები ყურებით მიიღოს, რა თქმა უნდა, ყურებს დაიზიანებს. საკვები მუცელში არ მოხვდება და ისიც ვეღარ შეასრულებს თავის ფუნქციას.

ადამიანის სხეულში ცენტრი ყველაფრისთვის არის. გონება სექსის ცენტრი არ არის. დაე, ნერვულმა კვანძმა თავისი საქმე შეასრულოს, გონებამ – თავისი. სხვაგვარად, გონების ცნობიერება ამ სამუშაოთი იქნება შეპყრობილი. კაცი უკვე ჩანს, რომ შეპყრობილია. ის შიშველი ადამიანების ფოტოებს უყურებს და ნერვულ კვანძს არავითარი კავშირი არ აქვს შიშვლების ფოტოსთან. მას არ აქვს თვალები. ის შიშვლების ფოტოებს უყურებს და მათზე ფიქრობს გონებაში. ის გეგმავს და ოცნებობს, რომ ფერადი სურათები ნახოს. ეს ყველაფერი იკრიბება და არეულ-დარეულობას ქმნის ამ ცენტრის შიგნით. გონება იწყებს ნერვული კვანძის სამუშაოს შესრულებას, ის იმღვრევა და იმსხვრევა. საგიჟეთში ადამიანთა 90%-ის ყოფნის მიზეზი ის არის, რომ მათი გონება ცდილობს, სექსუალური ცენტრის ფუნქცია შეასრულოს. თუ კვლევას ჩავატარებთ, აღმოვაჩენთ, რომ 90% გიჟებისა, საგიჟეთის კედლებს გარეთ, სექსის გამო არიან გიჟები. თუ მათ ლექსებს, ფოტოებს, რომანებს ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ისინი სექსით არიან შეფერადებული. ეს სხვა არაფერია, თუ არა სიგიჟე.

ცხოველებს რომ ჩვენი შეფასება შეეძლოთ, გაეცინებოდათ ადამიანების მდგომარეობაზე. მათ რომ ჩვენი ლექსები წაეკითხათ, თუნდაც ისინი კადილასას ლექსები ყოფილიყო, გაოგნდებოდნენ და იფიქრებდნენ, რა აუცილებელი იყო ამ ლექსების დაწერა და რა აზრი აქვს ამ ლექსებსო. თუ ნახატებს ნახავდნენ, თუნდაც პიკასოს ნახატებს, ვერაფრით ვერ შეძლებდნენ, მიმხვდარიყვნენ მათ აზრსა და მნიშვნელობას. რა აუცილებელია ხატვა, ქალის მკერდის ამდენჯერ ჩვენება. რა მიზანი აქვს ამას? რა თქმა უნდა, ადამიანი გაგიჟდა. ის გაგიჟდა იმიტომ, რომ სექსის ცენტრის სამუშაოს თავისი ინტელექტით ასრულებს. ამიტომ ინტელექტს დრო აღარ რჩება, გააკეთოს ის საქმე, რომელიც მას შეეძლო გაეკეთებინა.

ინტელექტს შეუძლია იმოგზაუროს ღმერთისაკენ, მაგრამ ის სექსის ცენტრის საქმეს აკეთებს. ცნობიერებას შეუძლია გამოსცადოს ცხოვრების უმაღლესი ფორმა, ის კი მხოლოდ სექსუალური შინაარსის სურათებში დაეხეტება. იცხოვრე აწმყოში და იმდენ სექსს მიეცი შემოსვლის უფ-ლება, რამდენიც მოსალოდნელია, რომ გქონდეს… ნუ შეგეშინდება მისი, მაგრამ გახსოვდეს ასევე, რაც ვთქვით სექსის სუბლიმაციის შესახებ. შემდეგ ენერგია ზემოთ მოგზაურობას დაიწყებს. ცხოვრებაში ვერასდროს ვერ გამოცდით ისეთ ნეტარებას, როგორსაც ამ ზემოთ მოგზაურობისას.

© ოშო / სექსიდან სუპერცნობიერებამდე

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა