რას ეძებ?

ისტორია საინტერესო საქართველო

რატომ არ მოვიდა სამეგრელოს ლაშქარი სოხოისტას ველზე

რატომ არ მოვიდა სამეგრელოს ლაშქარი სოხოისტას ველზე

ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ 1490 წელს. დადიანები ერთგულად ემსახურებოდნენ იმერეთის მეფეებს და ყველაფერს აკეთებდნენ რომ ერთიანი სივრცე დღევანდელ დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებულიყო. მათი მაშინდელი სამფლობელოები გადაჭიმული იყო დღევანდელი გონიოდან , მდინარე გუმისთის ჩათვლით.

დადიანები იყვნენ ის ხალხი ვინც თავისი არმიით ეხმარებოდნენ იმერეთის მეფეებს ოსმალთა აგრესიის მოგერიებაში მე 16 საუკუნის 10 იან წლებში, 1510 წელს ოსმალებმა ქუთაისი გადაწვეს და ყველაფერს წალეკვით ემუქრებოდნენ. დადიანები თავისი არმიით აკავებდნენ ჩრდილოეთ კავკასიელ მომთაბარეებს. მამია დადიანი კი საერთოდ 1533 წელს ბაგრატ მესამის ორგანიზებულ ლაშქრობაში დაიღუპა ჯიქეთში.

სწორედ მის შემდეგ ავიდა დადიანების ტახტზე და მთავარი გახდა ლევან პირველი. ისიც ასეთივე ღირსებით და ერთგულებით ემსახურებოდა ბაგრატიონებს თავიდან, როგორც მისი წინაპრები.

1535 წელს როცა ბაგრატ მესამე დაიწყო გრანდიოზული სამხედრო კამპანია სამცხე- საათაბაგოს შესაერთებლად, მისი არმიის ნახევარს სწორედ ლევან პირველის სამხედრო ნაწილები წარმოადგედნენ. მურჯახეთთან გამართულ გენერალურ ბრძოლაში, გადამწყვეტი როლი სწორედ ლევანმა და მისმა არმიამ ითამაშა. ბაგრატმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. ამის შედეგად მათ სრულიად დაიკავეს სამცხე-საათაბაგო. ეს კი ძალიან დიდი ტერიტორია იყო. ტაო- კლარჯეთი, შავშეთი, რიზე, ბასიანი, სპერი და ა.შ.

ამის შემდეგ კი რასაც ბაგრატი აკეთებს მარაზმის მეტს ვერაფერს ვერ უწოდებ. ლევანი ამხელა ტრიმფალურ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს ელის, მაგრამ ამის მაგივრად ბაგრატი მას დაამცირებს. ლევანი ელოდა რომ სამეგრელოს სამთავროს შეუერთებდნენ მათი მოძმე ლაზების მიწებს რიზეს და სარფის ოლქებით და სამეფო კარზე მეორე ადამიანი გახდებოდა.

მაგრამ იწყება სასწაული რამე. ბაგრატი გამარჯვების დიდ წვეულებაზე დადიანს საერთოდ არ პატიჟებს, ქუთაისში დაბრუნებულს ის იბარებს მას და ეუბნება რომ გურიის სამთავრო გამოდის მისი მმართველობიდან, მეტიც სწორედ გურიას გადაეცემა, რიზეს, სარფის და გონიოს ოლქი, თანამედროვე აჭარა. აგრეთვე სამეგრელოს ჩამოეჭრებოდა ლეჩხუმი და ხონი რომლებიც სამეფო დომენად ცხადებოდა.

ეს იყო ნამდვილი შოკი. ლევანმა შეახსენა ბაგრატს რომ მამამისი შეეწირა ქვეყნის დაცვას, რომ სწორედ მისი ლაშქარი იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა მოპოვებულ გრანდიოზულ გამარჯვებაში და ის ასეთ დამცირებას არ იმსახურებდა. მაგრამ ბაგრატი მოწამეთა მონასტერში გამოკეტვით დაემუქრა.

სწორედ ამის შემდეგ მოხდა ის ყველაფერი რაც მოხდა. ასე რომ ასე მარტივად არაა ყველაფერი როგორც წერენ. ბაგრატ მესამე იმერელის უგუნურმა საქციელმა გამოიწვია ის რომ სოხოისტას ველზე სამეგრელოს ლაშქარი არ იყო, თორემ მაშინაც დიდი შანსი იქნებოდა გამარჯვების.

კი ერთის მხრივ ახლა რომ ვიცი რა ტრაგიკული ამბები მოჰყვა სოხოისტას, ძალიან მაგარი იქნებოდა მისულიყო ლევანი და ეგ ბრძოლა სხვაგვარად დასრულებულიყო, მეორეს მხრივ კი ძალიან რთული ამბავია. მისი წინაპრები საოცარ თავდადებით იბრძოდნენ ერთიანი ქვეყნისთვის, მისი მამა და ბიძია შეეწირა ამ იდეას, თვითონ ის და მისი ხალხი სისხლს ღვრიდნენ ამისთვის და მათ სულში ჩააფურთხეს და დაამცირეს.

ამის შემდეგ კი მოხდა რაც მოხდა, მაგრამ ობიექტური ანალიზის შემდეგ ნათელი ხდება რომ ამაში ბაგრატ მესამე იმერელია დამნაშავე და არაა ლევან პირველი. ყველა ვერ იქნება აბსურდული განწყობით: “ისინი თუ ტყვიებს გვესვრიან ჩვენ ყვავილები ვესროლოთო”. აიღო ლევანმა და მერე იქითაც ზარბაზანი ესროლა.

ძველი სიბრძნე ამბობს: “‘არასდროს დაჩაგრო ღირსეული ადამიანი, ეს უბედურების დასაწყისიაო!’

წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: დათო ბიბლაია

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *