პირველი ომი ბიზანტიასა და თურქ-სელჩეკებს შორის 1048 -1091

თურქ-სელჩუკები იყვნენ ხალხი რომლებიც თავიდან ალტაიზე ცხოვრობნენ, მაგრამ მერე გადასახლდნენ სელჩუკის მეთაურობით ცენტრალური აზიაში და დასახლდნენ დღევანდელი უზბეკეთის ტერიტორიაზე.
1035 წელს თურქთა ტომები თოღრულ ბეგმა გააერთიანა. თვითონ კი სულთნად აირჩიეს. ამის შემდეგ კი მან დაიწყო დაპყრობითი ომები. დაიმორჩილა სრულიად ცენტრალური აზია, 1048 წლისთვის კი მან დაიპყრო ირანი.
მანამდე 1045 წელს ბიზანტიამ დაიპყრო სომხეთის სახელმწიფო და აწი მისი საზღვარი გადიოდა ირანთან. თურქებმა დაიწყეს მარბიელი ლაშქრობები 1046 წელს რასაც იმპერიის მკვეთრი პასუხი მოჰყვა. 1048 წელს კონსტანტინე IX დიდი არმია ჩააბარა ლიპარიტ ბაღვაშს რომელიც ირანში შეიჭრა, მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა.
მაგრამ ამას სერიოზული გაგრძელება მაშინ არ მოჰყოლია. თურქებმა შეწყვიტეს მარბიელი ლაშქრობები, რადგან სხვა გეგმები ჰქონდათ ბაღდათის მიმართულებით. 1055 წელს თოღრულ ბეგმა ბაღდათი აიღო და დაიმორჩილა სრულიად ერაყი, სადაც ის ხალიფამ სრულიად მუსლიმური სამყაროს სულთნად აღიარა.
ომი გაანახლა სულთანმა ალფ-არსლანმა რომელიც 1063 წელს შეიჭრა სომხეთში, დაამარცხა იქ მდგარი რომაული არმია და 1064 წელს აიღო ანისი და ყარსი. ამავე პერიოდში ის ერაყიდან შეიჭრა ახლო აღმოსავლეთში და 1069 წლისთვის დაიმორჩილა სრულიად ეს რეგიონი.
ამის შემდეგ ის ისევ უბრუნდება ბიზანტიის წინააღმდეგ ომის გაგრძელაბას. 1069 წელს მისი ჯარები იკავებენ მანიცკერტს და იჭრებიან ანატოლიაში. რეგიონში მდგარი ორი ლოკალური რომაული არმია ვერაფერს გახდა და განადგურდა. ამის შემდეგ იმპერატორი რომან IV დიოგენე 100 ათასიანი არმიით დაიძვრება კონსტანტინოპოლიდან, ამარცხებს თურქულ არმიას ანატოლიაში და ანთავისუფლებს მანიცკერტს. როცა ამის შესახებ ცნობილი ხდება ალფ- არსლანისთვის ის ბრუნდება თავისი არმიით რეგიონში.
მხარეები ერთმანეთს მანიცკერტთან დაუპირისპირდებიან. სამწუხაროდ ბიზანტიური არმია პირწმინდად ნადგურდება, იმპერატორი ტყვედ ვარდება.
ეს აღმოჩნდა კატასტროფული მარცხი იმპერიისთვის. პლიუს ამას დაემატება სამოქალაქო ომი და ქაოსი კონსტანტინოპოლში. ამის გამო ომი კატასტროფულად წარიმართება ბიზანტიისთვის. თურქები 1071 -1091 წლის ჩათვლით იპყრობენ მცირე და წინა აზიას, ჩრდილოეთ სირიას ალეპოსა და ანტიოქიას რომელსაც ბიზანტია აკონტროლებდა, პაფლაგონიას, კაპადოკიას, ანატოლიას, ქალაქებს ნიკეას, ნიკომედიას.
საბოლოოდ 1091 წელს ფორმდება ზავი ბიზანტიასა და სელჩუკთა იმპერიას შორის. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ მარცხი აღიარა, გადაიხადა დიდი კონტრიბუცია და აღიარა ყველა თურქების მიერ დაკავებული ტერიტორიის მათ კონტროლქვეშ გადასვლა. საზღვარი კონსტანტინოპოლიდან 70 კილომეტრში გაივლო.
ბიზანტიის იმპერიის მარცხი უმძიმესი ტრაგედია აღმოჩნდა ქრისტიანული სამყაროსთვის, ისინი მასობრივი ტერორის და დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ. თურქები კი ტრიუმფს ზეიმობდნენ. მაშინ მათ ვერც კი წარმოედგინათ რომ, მათ მიერ დაპყრობილ კავკასიაში, ტახტზე ავიდა 16 წლის ბიჭი რომელიც დაასრულებდა მათ ძლევამოსილ იმპერიას!
წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: Data Gunjua