რას ეძებ?

საინტერესო

მსოფლიოს ყველაზე უცნაური და სასაცილო კანონები

მსოფლიოს ყველაზე უცნაური და სასაცილო კანონები

ერთერთი გამორჩეული სიამოვნება რომელსაც ვღებულობთ საზღვარგარეთ მოგზაურობისას არის ფულის ხარჯვა სხვადასვა სასიამოვნო წვრლიმანებში. მაგრამ ერთია გულუხვად ხარჯვა სიამოვნებისთვის, და მეორეა ჯარიმა, რომელიც შესაძლოა დაგვეკისროს კანონის დარღვევისთვის ადგილობრივი პოლიციის სასარგებლოდ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ჯარიმა დავიმსახურეთ განსაკუთრებულად სასაცილო სიტუაციებში. სად არის მსოფლიოში აკრძალული მტრედების გამოკვება, ვარდისფერი შორტებით სიარული, კევის ღეჭვა, თოვლის ბაბუების გამოძრწვა და კომიქსების კითხვა? მსოფლიოში ყველაზე უცნაური და სასაცილო კანონების შესახებ ჩვენს სტატიაში.

ტყუილი თუ მართალი?

უცნაურ და სასაცილო კანონებს ყველა ქვეყანაში შეხვდებით. ზოგიერთი მათგანის წარმოშობას განაპირობებს განსაკუთრებული ისტორიული გარემოებები ან იურიდიული პრეცენდენტები. დრო გადის, სიტუაცია იცვლება – მაგრამ რაც უკვე შეტანილია კანონში მისი ამოშლა ყოველთვის ვერ ხერხდება. კანონმდებლებსაც როგორც წესი ეზარებათ მუშაობა ცვლილებების შესატანად. და რჩება მხოლოდ ერთადერთი გზა – ყველაზე უაზრო და აბსურდული კანონები დავარღვიოთ.

მეორეს მხრივ არსებობენ ბევრი ფეიკ კანონები, მათზე ხშირად წერენ ინტერნეტში, მაგრამ რეალობაში ისინი არ არსებობენ.

ავსტრალია

ავსტრალიის ერთერთი ყველაზე სასაცილო კანონი გვეუბნება, რომ ავსტრალიის ქუჩებში აკრძალულია ვარდისფერი შორტებით სიარული კვირა დღეს. მომდევნო აბსურდულ კანონად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადამწვარი ნათურის შეცვლის აკრძალვა საკუთარი ძალებით – თითქოს ნათურის შეცვლა მხოლოდ კვალიფიცირებული ელექტრიკოსის პრივილეგიაა. სინამდვილეში არცერთი ავსტრალიელი პოლიციელი თქვენ ამ დარღვევებისთვის არ დაგაჯარიმებთ.

მაგრამ ნამდვილად ვერ აცდებით ჯარიმას თუ დააპირებთ იყიდოთ  ან გაყიდოთ 50 კგ-ზე მეტი კარტოფილი დასავლეთ ავსტრალიაში. ეს კანონი გამოიყენებოდა სავაჭრო ომში ბრიტანული მეტროპოლიის წინააღმდეგ. ამავე რეგიონში თქვენ მოგიწევთ 1000$ ჯარიმის გადახდა თუ დააპირებთ ლუდის ქილის გახსნას შიშველი მკერდის გამოყენებით. ხოლო სამხრეთ ავსტრალიაში მოგიწევთ 10 000$ გადახდა თუ დაგიმტკიცდათ, რომ თქვენი მიზეზით საქორწილო ცერემონია ჩაიშალა.

ინგლისი

ბრიტანეთშიც არსებობს უამრავი აბსურდული კანონები, რომლებსაც საბედნიეროდ არავინ იყენებს. ქარალდზე თქვენ აკრძალული გაქვთ ნოხების წმენდა დილის 8 სთ-დან საღამოს 10 სთ-მდე, საქონლის გადარეკვა ქალაქში დღის საათებში, მეფის ან დედოფლის გამოსახულებიანი მარკის ამოტრიალება დავდაყირა მდგომარეობაში. მაგრამ კუპიურებთან ხუმრობა ყველაზე საშიში აზიის რეგიონებშია: ტაილანდში თქვენ დაგაჯარიმებენ თუ დააბიჯებთ მონაქრის გამოსახულებიან ბანკნოტზე, ხოლო ინდოეთში საერთოდ აკრძალულია რუპიის ქვეყნიდან გატანა.

ძალიან არ გაგიმართლებთ, თუ თქვენ შემთხვევით გადაწყვეტთ დააპუროთ თოლიები საფოლკის საგრაფოში. ამისათვის თქვენი ბიუჯეტი 3000 ევროთი შემცირდება. ლონდონში მყოფ ტურისტებს კი უნდა ახსოვდეთ, რომ ველოსიპეტით ტროტუარზე სიარულისთვის 100£ დაჯარიმდებიან, ხოლო თუ დააპარკინგებთ ავტომობილს და არ ჩააქრობთ მოტორს 3 წუთზე დიდ ხანს 120£ დაემშვიდობეთ.

მაგრამ ადგილობრივების აზრით ბრიტანეთის ყველაზე აბსურდული კანონი არის აკრძალვა, რომლის მიხედვით არ შეიძლება პარლამენტის შენობაში გარდაცვალება. კანონი მიღებულ იქნა 1313 წელს და იხსნება იმით, რომ თქვენ თუ მოკვდებით პარლამენტში, სახელმწიფო ვალდებულია გაწიოს ხარჯი თქვენი დასაფლავებისთვის.

ბელგია

თუ მოგიწიათ ბელგიაში წელიწადის ცივ დროს ყოფნა გახსოვდეთ იქაური უაზრო კანონი, რომელიც კრძალავს გუნდაობას. რამოდემინე წლის წინ ბელგიამ საკანონმდებლო დონეზე დაადგინა რომ გუნდა და ქვა ერთიდაიგივეა. და თუ თქვენთვის ძვირფასია თქვენი 100€, ნახეთ სხვა გასართობი: მაგალითად გამოძერწეთ თოვლის კაცი, რადგან მსგავსი შესაძლებლობა ყველგან არ გექნებათ.

კანადა

დიახ, არ გეჩვენებათ, კანადის ქალაქ სურისში აკრძალულია თოვლის კაცის გამოძერწვა, რომლის სიმაღლე 75 სმ-ს აღემატება. ხოლო ქალაქ პეტროლიაში, შტატი ონტარიო, არ შეიძლება სტვენა, ასევე ყვირილი და ნებსმიერი ხმამაღალი აქტივობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ადგილობრივი საზოგადოება უკიდურესად ნეგატიურადაა განწყობილი ხმაურიანი ტურისტების მიმართ. მაგრამ ეს ყველაფერი სასაცილოა მთავარ აბსურდულ კანონთან შედარებით, რომელიც კრძალავს შენახვას, გავრცელებას და გამოქვეყნებას კრიმინალური სიუჟეტის კომიქსების. საინტერესოა როგორ გაარღვია მსგავსმა უაზრობამ კანადის კანონმდებლობაში. საბედნიეროდ რეალური ჯარიმები კომიქსების კითხვისთვის ჯერ არავისთვის გამოუწერიათ.

ეგვიპტე

თუ თქვენ ამ ქვეყნის მონახულებას გადაწყვეტთ, და მოინდომებთ ფრინველებზე დურბინდით დაკვირვებას აეროპორტის სიახლოვეს, სერიოზულ პრობლემებში ჩავარებით. თქვენ დაგაკავებენ და შეიძლება ციხეშიც ამოყოთ თავი ქვეყნის ავიაციაზე შპიონაჟის ბრალდებით.

იტალია

კიდევ ერთი ლიდერი სახელმწიფო სასაცილო აკრძალვების რეიტინგში. მათ შორის ერთერთი ყველაზე ცნობილია წმინდა მარკის მოედანზე მტრედების დაპურების აკრძალვა. მიზეზი კი არის ბანალური: მტრედები აუშნოვებენ მემორიალებს და ავრცელებენ დაავადებებს. ჯარიმის ოდენობა – 600$. მსგავსის გაკეთება არც ვენეციაში არ ღირს, რადგან ადგილობრივი თვითმართველობები უფრთხილდებიან ისტორიულ ღირშესანიშნაობებს.

გერმანია

ამ სახელმწიფოში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით თქვენ გეკრძალებათ ავტობანზე დამუხრუჭება. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ საწვავი დაგელიათ ან საბურავი დაგეშვათ. თქვენ იქნებ მოახერხოთ კიდეც პოლიციელების კეთილგანწყობის მოპოვება, მაგრამ ასი ევროს გადახდა მაინც მოგიწევთ.

შვეიცარია

სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ თითქოს შვეიცარიაში აკრძალულია უნიტაზის ჩარეცხვა ღამის 10 საათის შემდეგ, რადგან ეს სიმყუდროვის და სიჩუმის ნორმებს არღვევს. სინამდვილეში თქვენ ამისთვის არავინ დაგაჯარიმებთ. მაგრამ მოგიწევთ 109 დოლარის გადახდა თუ მოინდომებთ ალპებში შიველი გასეირნებას. ეს კანონი მოქმედებს 2010 წლიდან.

სინგაპური

დაემშვიდობეთ 500$ თუ დაგავიწყდებათ საზოგადოებრივ საპირპარეშოში წყლის ჩარეცხვა, ხოლო 400$ შესაძლოა კევის ღეჭვისთვის დაემშვიდობოთ. ასევე არც სინგაპურის მმართველები ინდობენ ფრინველებს, რომელთა გამოკვებისთვის 1000$ ით დაგაჯარიმებენ.

აშშ

და სიას ყველაზე უაზრო და აბსურდული კანონების ვასრულებთ ამერიკის შეერთებული შტატებით. აქ ზოგიერთ შტატში მოქმედებაშია  ათეულობით უცნაური საკანომნდებლო ინიციატივა. ხშირ შემთხვევაში ისინი ადგილობრივებისთვისაც კი ღიმილის მომგვრელია. ხანდახან კი რეალური ჯარიმების წინაპირობაა. მაგალითად ილინოისის შტატში მომედებს 1000$ იანი ჯარიმა, თუ თქვენ დაერევით ვირთხებს ბეისბოლის ბიტით. მინესოტაში დაგეკისრებათ 2000$ ამდე  ჯარიმა, თუ იმოძრავებთ ბინძური საბურავებით. ასევე უნდა იცოდეთ რომ არ ღირს უკუსვლით სირბილი ღამის საათებში კონექტიკუტის შტატში, სააბაზანოში ცხენის გაჩერება სამხრეთ კაროლინაში ან მერილენდის კინოთეატრში ლომთან ერთად მისვლა. ეს ყველაფერი აკრძალულია ადგილობრივი თვითმართველობების მიერ… ან კი უბრალოდ საღი აზრის ზეიმია!

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა