რას ეძებ?

სხვა ფილოსოფია

ოშო / ცნობიერების მზე / ამონარიდი

ოშო / ცნობიერების მზე / ამონარიდი

როცა აღთქმას დებთ, რომ არასდროს არ განრისხდებით, თქვენ აღთქმას მხოლოდ იმ პატარა, განათებული ნაწილით დებთ. და თქვენ ყურადღებას არ აქცევთ დანარჩენ ცხრა მეათედს, წყვდიადში ჩარჩენილს, ბურუსში გახვეულს, სადაც მრისხანება ბორგავს და ემზადება გარეთ გამოსაღწევად. მაშინაც კი, როცა აღთქმას დებთ, სწორედ ამ დროს, სადღაც თქვენი არსების კუთხეში მრისხანება ბუყბუყებს და მთელი თქვენი შიდა ნაწილი გაკვირვებულია თქვენი ფიცით. წარმოიდგინეთ მოჯამაგირე, რომელიც მეპატრონის სახლის გარეთ ზის და თუმცა ოთახებში არასოდეს შესულა, მათში ავეჯის განლაგებაზე მსჯელობს. მას წარმოდგენა არ აქვს იმის შესახებ სახლში რა სად დევს.

ბნელ ნაწილებში მზადება მიმდინარეობს. თქვენ ცელიბატის აღთქმა დადეთ, მაგრამ თქვენი სასქესო ცენტრები წყვდიადში არიან ჩაფლული. მათში გონივრულობის ერთი სხივიც არ აღწევს. თქვენ თქვენი პატარა უბნებში გადაწყვიტეთ ცელიბატის აღთქმა მიგეცათ, მაგრამ თქვენმა სასქესო ცენტრებმა არაფერი იციან თქვენი აღთქმის შესახებ. ისინი ძველებურად განაგრძობენ მუშაობას. მათგან მოდის სქესობრივი ლტოლვა, რომელიც ძლევს თქვენს გონივრულობას, რამდენადაც ქვეცნობიერი ცხრაჯერ უფრო ძლიერია ცნობიერზე. თქვენ იტირებთ და მოთქვამთ, დაუსრულებლად მისცემთ აღთქმებს, მაგრამ ვერა და ვერ გაიგებთ რამდენად ამაოა ფიცის დადება. საქმე ის კი არ არის, რომ აღთქმა დადო შენს მცირე ნაწილში, არამედ ის, რომ გაფართოო ამ პატარა ნაწილის საზღვრები ისე, რომ მთელი შენი არსება ცნობიერი გახდეს. მაშინ თქვენ აღთქმის მიცემა არ მოგიწევთ.

ამიტომ მე თქვენ გეუბნებით, რომ იოგა არასდროს არ სთხოვს ვინმეს აღთქმა დადოს თუ ფიცი მისცეს. უმეცარი და შტერი ადამიანების გარდა ამქვეყნად აღთქმას არავინ არ დებს. აღთქმას არავითარი აზრი არ აქვს. აქ საქმე სულ სხვა რამ არის. აი რა არის მთავარი: თუ თქვენს მთელ არსებას გაანათებთ, მაშინ აღთქმის მიცემა არ დაგჭირდებათ. მაგრამ ჩვენ დაუსრულებლად აღთქმას ვაძლევთ. რას უპირისპირდებით ამით? თქვენს საკუთარ ბნელ ნაწილებს. თქვენ არ შეგიძლიათ იქ მოხვდეთ. ყველა თქვენი გადაწყვეტილება თქვენი გონების რაღაც სფეროში რჩება. თქვენ მთელი გონებაც კი არ გაქვთ განათებული.

© ოშო / ცნობიერების მზე

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა