რას ეძებ?

რელიგია ფილოსოფია

სვამი ვივეკანანდა / შთაგონებული საუბრები

სვამი ვივეკანანდა შთაგონებული საუბრები

ცოდნა სხვა არაფერია, თუ არა ფაქტების კლასიფიკაცია. როგორც კი ერთნაირი ხასიათის საგნებს ვპოულობთ, მათთვის, ერთად აღებულისთვის, რამე დასახელებას ვიგონებთ და ამით ვკმაყოფილდებით; თუმცა, ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვხსნით, და არა მათ მიზეზებს.

შევდივართ უფრო მეტ სიბნელეში, ზედმეტ წრეს შემოვხაზავთ და წარმოვიდგენთ, თითქოს რაღაც ვიცით! სინამდვილეში კი, ვერავითარი «რატომ» ვერ ამოიხსნება ამ სამყაროში, ამისათვის ღმერთს უნდა მივმართოთ.

შემცნობი ვერ იქნება გამოვლენილი და გაცნობიერებული, იმის მსგავსად, მარილის ნამცეცი მომენტალურად როგორ იშლება, როგორც კი ოკეანეში ხვდება.

ეცადეთ გადალახოთ გამიჯვნა და უფრო მეტად წაიწიოთ წინ, და მაშინ სიცოცხლეს და სიკვდილს დაიმორჩილებთ, მარადიულ თვითყოფიერებას მიაღწევთ და ღმერთში იქნებით, ღმერთი გახდებით. იბრძოლეთ თავისუფლებისთვის, სიცოცხლის ფასადაც კი!

ყველა ცხოვრება ჩვენია, იმის მსგავსად, გვერდები რომ წიგნის განუყოფელი შემადგენელია, მაგრამ თვითონ ჩვენ უცვლელად იმავე დამკვირვებლად ვრჩებით, და შთაბეჭდილებებს აღვიქვამთ. სული აღქმულში იმას არ ხედავს, რაც სინამდვილეში არის; ეს იმას ჰგავს, ცეცხლის ალის სწრაფი ბრუნვის დროს რომ ცეცხლის რგოლს ვხედავთ, რომელიც სინამდვილეში არ არის.

© სვამი ვივეკანანდა / შთაგონებული საუბრები

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *