რას ეძებ?

საზოგადოება საინტერესო

რა არ იცით კოვბოებზე?

რა არ იცით კოვბოებზე?

იცით, რომ კოვბოების გაფურჩქვნის ეპოქა სულ 20 წელს – 1866-დან 1886 წლამდე გრძელდებოდა? რომ კოვბოები 50 ათასზე მეტი არასოდეს ყოფილან? რომ ერთ ბრიგადას ერთ საათში ასზე მეტი ხბოსათვის შეეძლო დამღის დადება? რომ კოვბოები შედარებით იშვიათად ისროდნენ, რადგან ტყვია ძვირი ღირდა? რომ გაცილებით ნაკლები კოვბოი იღუპებოდა, ვიდრე ეს ჰოლივუდის ვესტერნებიდან ჩანს? რომ კოვბოები ჩიქორთული ესპანურით ლაპარაკობენ?

ლასო, რანჩო, როდეო -ეს სიტყვები ეპანურენოვანი კულტურიდანაა ისევე, როგორც თავად “კოვბოი”. არსებობდნენ შავკანიანი, ინდოელი და მექსიკელი კოვბოები, აგრეთვე კოვბოი-ქალებიც.

უნაგირი, ლასო, შლაპა, კისერზე მოსახვევი დიდი ხელსახოცი, შარვალი, თამბაქო – ყველა ეს დეტალი კოვბოების ცხოვრების წესით განპირობებული ატრიბუტია. შლაპა ქარის, წვიმის და საერთოდ უამინდობისგნ იფრავდათ. კისრის ხელსახოცს მტვრისაგან დასაცავად იყენებდნენ, ცხვირ-პირზე იფარებდნენ, ხან რაიმეს შესაკვრელადაც ხმარობდნენ, ოფლის იწმენდნენ. ღამე უნაგირი ბალიშის მაგივრობას უწევდათ. ჩექმები ცხენზე საჯდომად და არა ფეხით სასიარულოდ იყო განკუთვნილი, ისევე როგორც სახელგანთქმული ლევი სტრაუსის შარვლები, რომლებსაც საკმოდ უსიამოვნო სუნი ასდიოდა. რანჩოში თითო ოთახში ზოგჯერ ათი კაცი ათევდა ღამეს. უხეში, გაოფლილი მამაკაცები სულც არ ჰგავდნენ სიგარეტ “მალბოროზე” გამოსახულ მოხდენილ ჭაბუკებს. ნამდვილ კოვბოის ზოგჯერ 20 საათს ცხენზე ჯდომა უხდებოდა, რომ თავი მოეყარა უზარმაზარ პრერიებში გაფანტული ნახირისთვის.

1890 წელს მსხვილფეხა საქონლის საძოვრებზე უსასყიდლოდ ყოფნა აიკრძალა. მეცხოველეებმა და კოვბოებმა ბრძოლა წააგეს. სიტყვიერი გარიგება სახელმწიფოს მიერ დადგენილმა კანონებმა შეცვალა. თავისუფალი კოვბოებიც აღარავის სჭირდებოდა. ისინი ფილმებსა და რეკლამებსღა შემორჩნენ.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა