რას ეძებ?

ისტორია მსოფლიო საზოგადოება საინტერესო

გულსაბნევების დიპლომატია

მადლენ ოლბრაიტი

როგორც ყველა ქალს, აშშ ყოფილ სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაითსაც ძალინ უყვარდა სამკაულები. მაგრამ ის ხომ ჩვეულებრივი ქალი არ იყო, ამიტომაც სამკაულების მიმართ არცთუ ქალური დმოკიდებულება ჰქონდა.

ყველაფერი 1994 წელს დაიწყო, როცა ქალბატონ მადლენს გაეროში ამერიკის წარმომადგენლის პოსტი ეჭირა და პირდაპირ უნდა ითქვას, გასაქანს არ აძლევდა სადამ ჰუსეინს. ერაყის პრესა მას გველს უწოდებდა. ერთხელ, როცა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრს ტარიკ აზიზს უნდა შეხვედროდა, მადლენმა გველის ფორმის გულსაბნევი დაიბნია, ამით მინისტრს აგრძნობინა, – ვიციჩემზე რასაც წერთ და დანდობას ნუ ელიო.

მადლენის გულსაბნევის ამბავი ყველამ იცოდა, და ვიდრე პარტნიორი მასთან საუბარს დაიწყებდა, აუცილებლად დააკვირდებოდა, რა ეკეთა კაბაზე, რადგან გულსაბნევი მისი იმდღევანდელი გუნება-განწყობილების მანიშნებელი იქნებოდა.

ერთხელ ქალბატონი მადლენი მოლაპარაკებებს აწარმოებდა თვის ფრანგ კოლეგა იუბერ ვედერინთან. ფრანგმა შენიშნა, რომ ქალს კაბაზე კუპიდონი ეკეთა. გაიხარა, რადგან იმხანად ამერიკა-საფრანგეთის ურთიერთობა დაძაბული იყო და კუპიდონი თითქოს სიყვარულს ჰპირდებოდა. ფრანგისთვის სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, ქალბატონმა მადლენმა ყველაფერში პარიზი დაადანაშაულა და არაფერზე არ დაეთანხმა იუბერ ვედერინს. ფრანგი მერე ეჭვობდა, ეტყობა კარგად ვერ გავარკვიე რა ეკეთა კაბაზეო.

ნეთანიაჰუსა და არაფატთან შეხვედრის დროს ქალბატონ ოლბრაითს დიდი ოქროს მტრედი ეკეთა, რომელიც ისრაელის ყოფილი პრემიერის იცხაკ რაბინის ქვრივმა – ლეა რაბინმა აჩუქა. მშვიდობის მტრედის სიმბოლო ახლო აღმოსავლეთის ომით გადაბუგულ მიწაზე სავსებით გასაგები იყო. ნეთანიაჰუსთან მიმართებაში კი გადაკვრით იმასაც მიანიშნებდა, რომ მან არ გააგრძელა რეგიონში სამშვიდობო მოლაპარაკების პოლიტიკა.

რუს ლიდერებთან სამლიქვნელო ამრიკას არაფერი სჭირს. მიაჩნიათ, რომ რუსებს აუცილებლად უნდა ელაპარაკო ძალის პოზიციიდან, რაც დედის გინების შემდეგ ყველაზე კარგად ესმით. ამიტომაც რუსებთან შეხვედრის დროს ქალბატონი ოლბრაითი მკერდზე უზარმაზარ მაერიკულ არწივს იბნევდა, რომლის შემხედვარე ორთავიან რუსულ არწივს კანკალი ეწყებოდა.

მადლენ ოლბრაიტი – დაიბადა 1937 წლის 15 მაისს – ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1997-2001 წლებში.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა