რას ეძებ?

მეცნიერება რელიგია ფილოსოფია

რიჩარდ დოკინსი – ღმერთის თეორია

რიჩარდ დოკინსი - ღმერთის თეორია

“სტანდარტული კრეაციონისტული არგუმენტი ერთადერთია და ნებისმიერი სხვა, საბოლოოდ, მასზე დაიყვანება: იწყებენ რა სტატისტიკურად დაბალი ალბათობით – ცოცხალი არსებები მეტისმეტად რთულები არიან იმისათვის რომ შემთხვევით შექმნილიყვნენ ბუნებაში – ამიტომ მათ უნდა ჰყავდეთ გონიერი შემქმნელი. ცხადია, ეს არგუმენტი ძირშივე ანადგურებს საკუთარ თავს – ნებისმიერი შემოქმედი, რომელსაც შეუძლია რაღაც, მართლაც, რთული შექმნას, აუცილებლად საკუთარ შექმნილზე რთული გამოდის. და ეს სანამ გადავალთ ისეთ რამეებზე, რაც მისგან ცოდვების ჩვენთვის მიტევებას, ქორწინების კურთხევას, ლოცვების შესმენას, ომში ჩვენს მხარეზე ყოფნას, ჩვენი სექსუალური ცხოვრების განკითხვას თუ სხვა რამეებს მოითხოვს.

ცოცხალი ორგანიზმის სირთულე არის პრობლემა, რომლის გადაჭრაც ნებისმიერ ბიოლოგიურ თეორიას მოუწევს და თქვენ ვერ გადაჭრით მას ისეთი რამის შემოტანით, რომელიც კიდევ უფრო რთულია – ეს უბრალოდ კიდევ უფრო ართულებს პრობლემას. დარვინისტული ბუნებრივი სელექცია არის საოცრად ელეგანტური, რადგან ის ჭრის ორგანიზმის სირთულის ახსნის პრობლემას სხვა არაფრით, თუ არა სიმარტივით. ის ამას აკეთებს მწყობრი, ეტაპობრივი, თანდათანობითი ზრდით.

დარვინიზმის ელეგანტურობა დამანგრეველია რელიგიისთვის – სწორედ იმიტომაც, რომ ის ასეთი ელეგანტურია, ასეთი კოხტა, ასეთი მძლავრი, ეკონომიურად მძლავრი. მის უკიდურეს ეკონომიურობას შევადარებდი დაკიდული ხიდის მშვენიერებას. ღმერთის თეორია არის არა მარტო ცუდი თეორია, ის პრინციპულად უვარგისია იმ საქმეშიც, რაც მას ევალებოდა.”

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *