როგორი სიარული იცით?
ფსიქოლოგების აზრით სიარულის მანერა ადამიანის ასაკზე, ტემპერამენტზე და, წარმოიდგინეთ, სოციალურ მდგომარეობაზეც კი ყოფილა დამოკიდებული.
აქტიური, მიზანსწრაფული ადამიანების სწრაფად, ხელების ქნევით დადიან. სწრაფი, მაგრამ არათანაბარი ნაბიჯი ისეთ ადამიანს ახასიათებს, რომელსაც სურს უმოკლესი გზით მიაღწიოს საწადელს. გაწონასწორებული, დინჯი ადამიანი მოზომილი ნაბიჯით დადის, მისი სიარულის მანერა ცხდყოფს, რომ სამე გვაქვს თავის თავში დარწმუნებულ პიროვნებასთან.
სიარულის მანერა, რომელიც ცეკვას მოგვაგონებს, ცხადყოფს, რომ ამგვარი მოსიარულე, სიტყვის კაცი არ არის, დანაპირები იქვე ავიწყდება, ყბედია და უპსუხისმგებლო. თუ ამასთან ხელბსაც იქნევს – ნათელია, რომ დღევანდელი დღით ცხოვრობს, ინსტიქტებს აყოლილი ადამიანია. არათანაბარი ნაბიჯებით, ერთგვარი დაყოვნებით მოსიარულე თავის თავში ნაკლებად დარწმუნებული, მორიდებული და დაკოპმლექსებულია.
მშვიდი, მტკიცე ნაბიჯი იმაზე მეტყველებს, რომ მისი პატრონი გულჩათხრობილი პიროვნებაა, არ სურს მიიპყროს ზედმეტი ყურადრება. გულგახსნილ ადამიანს მაშინვე იცნობთ სიარულის სწრაფი რიტმით, ფართო ნაბიჯით. ფეხსაცმლის გადაბრეცილი ქუსლები იმის მაჩვენებელია, რომ მის პატრონს გარშემო რაც ხდება ყველაფერი აინტერესებს, ყველაფერი ესმის და ყველაფერს ხვდება, მხიარული და ზოგჯერ ზომაზე მეტად გულგახსნილია.
მშიშარა, თავის ნაჭუჭში ჩაკეტილები თითქოს კი არ დადიან, რაღაცნაირად დაცუნცულობენ და თუკი რაიმე საფრთხე შენიშნეს, მზად არიან გზიდან გადაუხვიონ. კრიტიკულად განწყობილებს ზამთარ-ზაფხულ ხელები ჯიბეებში აქვთ ჩაწყობილი. თუ ადამიანი ლაღად მიაბიჯებს და ცოტა წვერებზე დგება, იცოდეთ, საკმაოდ ამპარტავანია ან ისეთი მიზნის მისაღწევად იბრძვის, რომელიც მხოლოდ მან იცის.