ტერორისტული თავდასხმების სერია ვენაში – დაღუპულია 7 ადამიანი
ვენის ცენტრში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. ქალაქი ფაქტიურად ტერორისტებს აქვთ აღებული. დამნაშავეებმა ერთდროულად რამოდენიმე ობიექტს დაესხნენ თავს, მათ შორის ებრაულ ცენტრს და სინაგოგას. მეშვიდე ბეცირკში, მარიაჰილფეს ქუჩაზე რესტორნებში Joma-ში, Schwarzen Kameel-სა და Akakiko-ში მძევლები აიყვანეს. ქალაქის ერთერთ ცენტრალურ პარკში -შთადპარკში და მეტროს მესამე ხაზზე U3-ზე სროლებია.
ასევე ვრეცლდება ინფორმაცია თვითმკვლელ ტერორისტზე, რომელმაც საითენშთეთენშთრასეზე სინაგოგასთან თავი აიფეთქა.
წინასწარი მონცემებით დაღუპულია 7 და დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. პოლიცია მოქალაქეებს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით ქალაქში ტერორისტების დიდი ჯგუფი იმყოფება.
საქართველოს საელჩო ავრცელებს განცხადებას: “ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, თავი აარიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დარჩით სახლში. საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839”.