რას ეძებ?

მედიცინა სიახლეები

როგორია ცინკოვიდ ნეიროს ურთიერთქმოქმედება სხვა პრეპარატებთან

როგორია ცინკოვიდ ნეიროს ურთიერთქმოქმედება სხვა პრეპარატებთან

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ჯერჯერობით ვაქცინაცია მხოლოდ რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდებათ სახელმწიფო პროგრამის ფარლგლებში. თუმცა 4 ნოემბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

ზამთარში იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვირუსებისგან თავდასაცავად მრავალი მეთოდი არსებობს. საკვებ დანამატებს შორის, ერთ-ერთი ასეთი საშუალება ცინკოვიდ იმუნო და ამ ჯგუფის შუშუხუნა აბებია. ცინკოვიდ უმუნო ვირუსებთან საბრძოლველად, ცინკოვიდ კარდიო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ცინკოვის ნეირო კი, ნერვული სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვისაა განკუთვნილი და თითოეულ მათგანს პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეხვდებით.

გაითვალისწინეთ, რომ თითოეული პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიფრთხილის ზომებს, უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებს.

ცინკოვიდ ნეიროს შედგენილობა

ცინკოვიდ ნეირო საკვები დანამატია, რომელიც შეიცავს თუთიას, ვიტამინ B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე B12 -ს, მაგნიუმს და სხვა სასარგებლო მინერალებს. ამ პრეპარატს ხშირად იყენებნ ტვინის სიჯანსაღის მხარდასაჭერად, კოგნიტური ფუნქციების გასაუმჯობესებლად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. თუთიისა და ვიტამინ B12 – ის კომბინაცია განსაკუთრებით სასარგებულოა ნერვებთან დაკავშირებული ჯანმრთელობისთვის. კალციუმისა და ფოსფორის ათვისების პროცესს ორგანიზმში არეგულირებს ვიტამინი D3 . იგი ხელს უწყობს ამ ელემენტების საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ასევე ძვლებსა და კბილებში. სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, ვიტამინი D3 განაპირობებს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებას და ზრდის კუნთების ტონუსს.

გაწუხებთ სწრაფი ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, შფოთვა, გაღიზიანებადობა, ნერვოზულობა, უგუნებობა, კუნთების ტრემორი, სენსორული ჰიპერმგრძნობელობა? ანოტაციის მიხედვით, სწორედ ამ და სხვა მსგავსი ჩვენებებისთვის არის სწორედ ცინკოვიდ ნეირო.

ცინკოვიდ ნეიროს გვერდითი მოვლენა არის შესაძლო ალერგიული რეაქციების გამოვლენა, ამიტომ იყავით ყურადღებით პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებთან და გაეცანით ანოტაციას.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

გაითვალისწინეთ, რომ ცინკოვიდ ნეირო არის საკვები დანამატი და არ უნდა გამოიყენოთ სხვა კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. თუკი თქვენ გადაწყვეტთ, რომ მიიღოთ ცინკოვიდ ნეირო, საჭიროა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან და უფრო მეტი გაიგოთ სხვა მედიკამენტებთან ურთირთქმედების შესახებ.

მაგალითად, თუთიას შეუძლია ურთიერთქმედება გარკვეულ ანტიბიოტიკებთან, დიურეტიკებთან და აგფ ინჰიბიტორებთან. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამგვარმა ურთიერთქმედებამ გავლენა იქონიოს მედიკამენტების შეწოვასა და ეფექტიანობაზე. რაც შეეხება ვიტამინ B12-ს, მას შეუძლია იმ წამლებთან ურთიერთქმედება, რომლებიც გამოიყენება მჟავას რეფლუქსის, ან კუჭის წყლულის სამკურნალოდ; ეს კი თავის მხრივ, პოტენციურად ამცირებს შეწოვას. პრეპარატის შემადგენელ სხვა კომპონენტებს: ვიტამინებსა დამინერალებსაც შეუძლიათ ინდვიდუალური, თუ უნიკალური ურთიერთქმედება მრავალ წამალთან, ამიტომ არის მნიშვნელოვაინ აცნობოთ ფარმაცევტს, თუ მკურნალ ექიმს ყველა პრეპარატის შესახებ, რომელთაც იღებთ.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *