საინტერესო ფაქტები ადამიანის შრომისუნარიანობის შესახებ
🕧 6:00-8:00 მიღებული ინფორმაციის ათვისება მიმდინარეობს ადვილად. გარდა ამისა ათვისებული ინფორმაციის დამახსოვრება ხდება ხანგრძლივი დროით. რადგანაც დღის ამ მონაკვეთში ხანგრძლივი მეხსიერება მუშაობს ყველაზე კარგად.
🕗 8:00-9:00 ირთვება ლოგიკური აზროვნება. საუკეთესო დროა ისეთი საქმიანობებისთვის, რომელიც საჭიროებს ერთდროულად ანალიზსა და დამახსოვრებას.
🕘 9:00-10:00 ოპტიმალური დროა ინფორმაციასთან და სტატისტიკასთან სამუშაოდ.
🕚 11:00-12:00 ინტელექტუალური სამუშაოს ეფექტურობა თანდათან კლებულობს. კარგია ამ დროს ყურადღების გადართვა სხვა რამეზე. მაგალითად, მუსიკის მოსმენა.
🕚 11:00-14:00 ყველაზე საუკეთესო პერიოდია სადილობისთვის. ამ დროს საჭმლის მომნელებელი სისტემის აქტივობა პიკს აღწევს. ადვილად ხდება საკვების გადამუშავება და ათვისება.
🕛 12:00-18:00 იდეალური დროა აქტიური მუშაობისთვის. უფრო მოგვიანებით პერიოდში დატვირთვა აიძულებს ტვინს იმუშავოს ძალების გამოფიტვამდე. ასეთი დაძაბულობა კი შემდგომში იწვევს ძილის პროცესის დარღვევებს.
🕘 21:00-23:00 ნერვული სისტემისა და გონების მოსვენებისთვის საუკეთესო პერიოდია.
🕚 23:00-1:00 ორგანიზმში მიმდინარეობს ნატიფი ენერგიის აღდგენა, რასაც ჩინურ მედიცინაში ეძახიან ,,ცის”, ხოლო ინდოელი იოგები კი – ,,პრანას”.
🕐 1:00-3:00 ხდება ემოციური ენერგიის აღდგენა.
გამორჩეული განცხადებები: myhoum / ტეგები: საინტერესო ფაქტები, საინტერესო ფაქტები