სომეხი პოლიტოლოგის განცხადებით, რუსეთი არასანდო პარტნიორი აღმოჩნდა
სომეხი პოლიტოლოგის, გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებში სომხეთის განყოფილების ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის – სტეფან გრიგორიანის განცხადებით, მათ ხელი ჰკრეს საქართველოს, ხელი ჰკრეს უკრაინას და მეგობრული ურთიერთობა დაიჭირეს რუსეთთან, იმ იმედით, რომ რუსეთი ერევანს გასაჭირში დაეხმარებოდა, მაგრამ სომხეთი მწარედ შეცდა, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო და ეს მისთვის გაკვეთილი იქნება.
პოლიტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი – არასანდო პარტნიორი აღმოჩნდა, მათი შეიარაღება კი ძალიან ჩამორჩება ანალოგებს.
იგი ასევე იხსენებს, რომ გაეროს სხდომებზე ერევანი ყოველთვის რუსეთის მხარეს იჭერდა, სომხეთის რეპუტაციის საზიანოდ. სომხეთი ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთის აგრესიას, რომელიც განახორციელა საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ და ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა მოსკოვის დახმარების გარანტი ყარაბაღში სიტუაციის გამაწვავების შემთხვევაში. ამის შედეგად სომხეთის რეპუტაცია საბოლოოდ დაეცა მსოფლიო ასპარეზზე. მიუხედავად ამისა, არაერთი თხოვნის შემდეგ სომხეთი რუსეთმაც მიატოვა.