რას ეძებ?

საზოგადოება საინტერესო

უცნაური ფობიები, რომლის შესახებ თქვენ დიდი ალბათობით არასოდეს გსმენიათ

უცნაური ფობიები

არსებობს უამრავი გავრცელებული ცნობილი ფობია, მაგალითად: ობობების, დახრჩობის, სიმაღლის, დახურული სივრცის, ფრენის შიში და ა. შ. მაგრამ, ასევე არსებობს ფობიები, რომლებიც საკმაოდ უცნაური და უჩვეულოა, მაგალითად ფერების (ქსანთოფობია), ხეების (დენდროფობია) ან დაჯდომის (კატისოფობია) შიშები. ფობიები იქცევიან ნამდვილ პრობლემად, როდესაც ისინი იწყებენ ჩვენი ცხოვრების მართვას. ფობიებს ჩვენში განსაკუთრებული შფოთვის და სხვა ფიზიოლოგიურ სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე მსგავსი უცნაური ფობიების ჩამონათვალი, რომლის შესახებ თქვენ დიდი ალბათობით არასოდეს გსმენიათ.


1. ლაკანოფობია (ბოსტნეულის შიში)

ვინც ამ ფობიით იტანჯება, ცდილობს თავი აარიდოს ბოსტნეულის დახლებს სასურსათო მაღაზიებში. მას ასევე არ შეუძლია ბოსტნეულის აღება ან მათთან შეხება. როცა ასეთი ადამიანი ხედავს ბოსტნეულს ეწყება გულისრევა, თავბრუსხვევა, სწრაფი სუნთქვა.

2. ეფებიფობია (თინეიჯერების შიში)

ამ ფობიის მქონე ადამიანებს სჯერათ, რომ თინეიჯერები არიან უხეშები და არაპროგნოზირებადები. ეფებიფობიის მქონე ადამიანებს ეშინიათ თინეიჯერების და მათ გვერდით ყოფნის სურვილი არ აქვთ.

3. ერგოფობია (მუშაობის შიში)

ერგოფობიის მქონე ადამიანებს ან აქვთ უკიდურესი შფოთვა, რომელიც დაკავშირებულია მათ სამუშაო ადგილთან, ან აქვთ ფიზიკური მუშაობის ან თავად მუშაობის პროცესის შიში. ზოგს შეიძლება ჰქონდეს სამსახურის მოძებნის შიში. ყველა ეს შემთხვევა კლასიფიცირებულია როგორც ერგოფობია.

4. ოიკოფობია (საყოფაცხოვრებო ტექნიკის შიში)

უფრო კონკრეტულად, – ოიკოფობია არის სახლის ატმოსფეროს შიში და, ზოგადად, ნიშნავს სახლის ან მასში არსებული გარემოს ირაციონალურ შიშს. ტერმინი უფრო ზოგადი მნიშვნელობით გამოიყენება საყოფაცხოვრებო ტექნიკის შიშის მიმართ.

5. ფილოფობია (სიყვარულის შიში)

ამ ფობიის მქონე ადამიანებს ეშინიათ სიყვარულის ან სხვა ადამიანებთან ემოციური კავშირის დამყარების. ის სხვა სოციალური ფობიების მსგავსია და რეალურ გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე.

6. პლუტოფობია (ფულის/სიმდიდრის შიში)

ამ ფობიის მქონე ადამიანებს შეიძლება ეშინოდეთ მდიდარი ადამიანებისა და გამდიდრების. შესაბამისად, შესაძლოა ისინი ყოველდღე მიზანმიმართულად ცდილობდნენ, რომ არასდროს გამდიდრდენ.

7. კალიგინეფობია (ლამაზი ქალების შიში)

ასევე ცნობილია, როგორც ვენუსტრაფობია. ამ ფობიის მქონე ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ ტკივილი გულმკერდის არეში, დაუბუჟდეთ კიდურები ან გონება დაკარგონ, როდესაც მათი წარმოდგენით მიმზიდველი ქალის გარემოცვაში აღმოჩნდებიან.

8. ონეიროგმოფობია (სველი ხის შიში)

თუ სველი ხის დანახვა გულისრევის შეგრძნებას ან ოფლიანობას იწვევს, თქვენ ალბთ ონეიროგმოფობია გაქვთ. ისინი, ვინც ამ ფობიით იტანჯებიან, არ იყენებენ კბილების ჯაგრისებს, არ შეუძლიათ ისიამოვნონ ჯოხზე წამოცმული ხილის ნაყინით ან ხის კოვწით ალოკონ ნამცხვრის კრემი.

9. მიზოფონია (დაღეჭვის შიში)

ამ შიშის მქონე ადამიანები განიცდიან ძლიერ დისკომფორტს, როდესაც ისმენენ მაღალი ტონალობის სპეციფიკურ ხმებს, მაგალითად ღეჭვისას.

10. ელეუტეროფობია (თავისუფლების შიში)

ამ ფობიის მქონე ადამიანები ზოგადად ვერაფერს გააკეთებენ სხვისგან დავალების/ბრძანების მიღების გარეშე. მომატებულმა პასუხისმგებლობამ, რომელიც მეტ თავისუფლებას ახლავს თან, შეიძლება შეაშინოს ისინი.

11. გეკსაკოსიოიგეკსეკონტაგეკსაფობია (ციფრი 666-ის შიში)

ეს ფობია იღებს სათავეს ადამიანის როგორც რელიგიური შეხედულებებიდან, ასევე ცრურწმენიდან. ამ ფობიით შეპყრობილი ადამიანები მუდმივად გაურბიან ციფრების ამ კომბინაციას ყველა შესაძლო შემთხვევებში. მაგალითად ბლოკავენ სატელევიზიო არხებს 666 ნუმერაციით, არ მართავენ მანქანას მსგავსი სანომრე ნიშნებით და ა. შ.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *