ირანის ბირთვული პროგრამის არქიტექტორი მოკლულია – თეირანი შურისძიებით იმუქრება

ირანმა შურისძიების პირობა დადო, მას შემდეგ, რაც მისი ბირთვული პროგრამის არქიტექტორი თეირანის მახლობლად გზატკეცილზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა. ეს არის საფუძველი ახალი დაძაბულობის ესკალაციის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
თავდასხმა მოჰსენ ფაჰრიზადეზე ტყვიამფრქვევითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელდა თეირანის აღმოსავლეთით, 70 კმ მოშორებით მდებარე ქალაქ აბსართში. საავადმყოფოში მისი რეამინირების მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. ასევე დაზიანებები მიიღეს მისმა ოჯახის წევრებმა და პირადმა მცველმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავადმა განაცხადა, რომ შესაძლოა ამ ტერაქტის უკან ისრაელი დგას, ხოლო ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰომეინიმ შურისძიების პირობა დადო.
ეს მკვლელობა ისეთვე სერიოზული მნიშვნელობისაა, როგორიც იყო აშშ-ს ძალების მიერი ირანის ისლამური კორპუსის მცველების მეთაურის, ყასემ სულეიმანის ლიკვიდაცია.
სხვა ირანელი მაღალჩინოსნების განაცხადებით ამ ეპიზოდმა აჩვენა, რომ მხოლოდ გულუბრყვილო ირანელებს სჯეროდათ, რომ შესაძლებელი იყო ნდობა ისრაელსა და აშშ-თან მოლაპარაკებების დროს.
დასავლეთისა და ისრაელის დაზვერვა წლების განმავლობაში ფაჰრიზადეს აღწერდნენ როგორც ლიდერს ფარული ბირთვული პროგრამის განხორციელების საქმეში, რომელიც 2003 წელს იქნა შეჩერებული. ის იყო დასახელებული ცენტრალურ ფიგურად ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ პრეზენტაციაზე 2018 წელს, როდესაც მან დაადანაშაულა ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად ფარული საძიებო საქმიანობის წარმოებაში. „დაიმახსოვრეთ ეს სახელი, ფაჰრიზადე“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ პრეზენტაციისას.
ასევე აღსანიშნავია, რომ ტრამპის პრეზიდენტობის უკანასკნელ თვეებში ისრაელი ამყარებს მშვიდობას სპარსეთის ყურის არაბულ საწელმწიფოებთან, რომლებიც იზიარებენ ირანის მიმართ მის მტრულ დამოკიდებულებას.


წყარო: theguardian