ატომიუმი – „ბრიუსელის ეიფელის კოშკი“
უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია, ბრიუსელის ხედს ყველასათვის საყვარელი არქიტექტურული საოცრება, ატომიუმი ამშვენებს. 1958 წლის „მსოფლიო გამოფენის“ ცენტრალურ პავილიონად აგებული და დროებით, ექვსთვიან შენობათ დაპროექტებული ატომიუმით ხალხი იმდენად მოიხიბლა, რომ ამ უნიკალური და შთამბეჭდავი შენობის შენარჩუნება გადაწყვიტეს. ატომიუმს „ბრიუსელის ეიფელის კოშკი“ შეარქვეს და მომავალი თაობებისთვის შეინახეს.
ატომიუმი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ეიზელის საგამოფენო პარკში დგას და თვალსაჩინო რელიკვიაა ფუტურისტული 1950-იანი წლებისა, როცა მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარების ბუმი იყო. მსოფლიო იმდენად მოწყურებული იყო სიახლეებსა და პროგრესს, რომ ბრიუსელში 1958 წლისთვის დაგეგმილი „მსოფლიო გამოფენისთვის“ ამოყირავებული ეიფელის კოშკის დადგმა გადაიფიქრეს და და ატომიუმი ატომური ეპოქისთვის უფრო შესაფერისი ნაგებობის აღმართვა გადაწყვიტეს.
165 მილიარდჯერ გადიდებული, რკინის ცხრაატომიანი მოლეკულის ფორმის ატომიუმი არქიტექტორმა ანდრე ვატერნეკმა დააპროექტა. პროექტის შედგენას 18 თვე დასჭირდა, აშენებასაც – კიდევ 18. ინტერიერის შექმნაზე არქიტექტორებმა – ანდრე და ჟან მოლაკებმა იზრუნეს. ურთიერთდაკავშირებული, ალუმინ გადაკრული უჟანგავი ფოლადის ცხრა სფეროში მოთავსებულია საგამოფენო ცენტრი, რესტორანი და სათვალიერებელი პლატფორმა. ატომიუმი 2177 ტონას იწონის და 127 მეტრის სიმაღლიდან დაჰყურებს ეიზელის პარკს. თითოეული სფეროს დიამეტრი 18 მეტრია და ერთმანეთთან დაკავშირებულია ლიფტიანი მილებით. ცენტრალური სვეტით უმაღლეს სფერომდე ასვლა და იქედან ბრიუსელის ხედით ტკბობაა შესაძლებელი.
„ექსპო 58“ 1958 წლის 17 აპრილს გაიხსნა. 46 ქვეყნის მიერ გამოფენილი პროდუქცია 35 მილიონმა ადამიანმა დაათვალიერა. გამოფენის მTავარი თემა იყო სახელმწიფოთა შორის მშვიდობიანი სამეცნიერო კვლევა და ჰარმონიული, ოპტიმისტური პროგრესისადმი მიძღვნილი მომავალი. დღეს ატომიუმი 1950-იანი წლების ხალხთა ოცნების სიმბოლოა და ხშირად მასპინძლობს მეცნიერების, პროგრესისა და მომავლისადმი მიძღვნილ გამოფენებს.
2004-2006 წლებში ატომიუმს პირვანდელი ბრწყინვალება დაუბრუნეს და კვლავაც ითვლება ევროკავშირის დედაქალაქის მთავარ არქიტექტურულ ძეგლად. 2006 წელს სპეციალური 2-ევროიანი მონეტა გამოუშვეს, რომელზეც ატომიუმია გამოსახული. ატომიუმი პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა. მისი ერთ-ერთი სფერო დამთვალიერებელი სკოლის მოსწავლეებისტვის მოსასვენებელ ოთახად გადააკეტეს. დანარჩენ სფეროებში 1958 წლის მსოფლიო გამოფენის მოდელები, ფოტოები და ატრიფაქტებია გამოტანილი, რომ ყველას ახსოვდეს შენობის პირვანდელი დანიშნულება.