რას ეძებ?

საინტერესო სხვა

მარცვლეულის რგოლები: უცნაური „ფენომენი“

მარვლეულის რგოლები - უცნაური ფენომენი, რომელიც მსოფლიოს დღემდე აკვირვებს

მრავალი წელია, ჩახლართული და დიდი მარცვლეულის რგოლები (crop circles) მსოფლიოს აკვირვებს. უკვე დადასტურებულია, რომ ისინი უცხოპლანეტელების ნახელავი ნამდვილად არ არის, თუმცა მათი შემოქმედება არაამქვეყნიური სილამაზის გეომეტრიული ფუგურების ხატვის ხელოვნებაში გადაიზარდა. თავიდან მარცვლეულის პრიმიტიულ რგოლებს ბრიტანეთის პროვინციებში, კერძოდ, უილტშირის მიდამოებში პოულობდნენ. თანდათან მათ უფრო დახვეწილი ფორმები შეიძინეს მიუხედავად ადგილობრივი ფერმერების უკმაყოფილებისა, სხვისი გაოცების ადამიანური ნიჭის გამოვლინების ჩინებულ ნიმუშად მიიჩნევა.

უბრალო ხელსაწყოებით მარცვლეულის წაქცევისა და ზედაპირის წრიულად მოსწორების იდეა 1976 წელს ორ ინგლისელს, უილტშირელ დაგ ბაუერს და დეივ ჩორლის გაუჩნდათ. 1980-იანი წლების დასაწყისში მათმა პირველმა მარტივმა ორნამენტებმა ბრიტანული პრესის ყურადღება მიიპყრო. გაჩნდა მოსაზრება, რომ რგოლები ადგილოვრივი ციკლონური ამინდის შედეგი იყო. ამ სარწმუნო თეორიის გასაცამტვერებლად ორმა მისტიფიკატორმა უფრო რთული ფიგურების ხაზვა დაიწყო, ამჯერად სწორი ხაზების გამოყენებით.

მალე ბაუერისა და ჩორლის ოინებით შთაგონებულმა სხვა მისტიფიკატორებმაც შეისწავლეს რგოლების ხაზვის ტექნიკა და 1990-იან წლებში მთელი ინგლისის ტერიტორიაზე გაჩნდა მარცვლეულის გასაოცარი ორნამენტები. დაბნეული მსოფლიო კი ტვინს იჭყლეტდა. ბევრს მიაჩნდა (და დღესაც მიაჩნია), რომ რგოლები დედამიწაზე სტუმრად მყოფი უცხოპლანეტელების მინიშნებები იყო, სხვები კი ამტკიცებდნენ, საიდუმლო იარაღის გამოცდის შედეგიაო.

ამ „ფენომენმა“ იმხელა ინტერესი გამოიწვია, რომ 1997 წელს ის ცნობილმა მეცნიერმა, კარლ სეიგენმა განიხილა წიგნში „დემონებით დასახლებული მსოფლიო: მეცნიერება – სანთელი წყვდიადში“. 1999 წელს მკვლევარმა კოლინ ენდრიუსმა ინტენსიური ორწლიანი კვლევა დაიწყო ამ რგოლების გაჩენის მიზეზის დასადგენად. რაც უნდა საოცარი იყოს, კვლევის დასრულების შემდეგ ენდრიუსმა განაცხადა, რგოლების 80% ადამიანის ნახელავია, 20%-ზე კი ვერაფერს ვიტყვიო. სინამდვილეში მრავალი მარცვლეულის რგოლის წარმოშობის მიზეზი „ექსპერტებმა“ სპეციალურად გამოაცხადეს უცნობად, რათა მათ შემქმნელებს თავი გამოემჟღავნებინათ.

მიუხედავად ამქვეყნიური წარმოშობისა, საუკეთესო მარცვლეულის რგოლები ლანდშაფტს სიურრეალისტურ, უცხო სილამაზეს სძენს და მათი შემქმნელების ნიჭიერებას უსვამს ხაზს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *