პორტუგალიელი მოგზაური ვასო და გამა 1499 წელს სექტემბერში ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ გახდა პირველი მკვლევარი, რომელიც სუბკონტინენტიდან ევროპაში ზღვით დაბრუნდა, და ახალი, ძალიან მომგებიანი სავაჭრო გზა გახსნა. მისი წარმატების აღსანიშნავად მეფე მანუელ I-მა ახალი მონასტრის აგება ...
სუეცის ყელზე, იმ ადგილას, სადაც აფრიკა აზიას უერთდება, გაჭრილია სუეცის არხი, საინჟინრო-სამშენებლო სასწაული, რომელიც 193 კილომეტრზეა გადაჭიმული ხმელთაშუა ზღვიდან სუეცის ყურესა და წითელ ზღვამდე. ამ ადგილას არხის გაჭრის ისტორია თითქმის 4000 წლის წინ იწყება. ევროპისა ...
იერაპოლისი არაამქვეყნიური სილამაზის უჩვეულო თერმული წყლების ბუნებრივი საცავია, რომელიც ათასობით წელია ნუსხავს ხალხს. ტრავერტინის ტერასებისა და ბუნებრივი ავზების (ღია ფერის ქვის) „თეთრი ციხესიმაგრე“, მისი განამარხებული ჩანჩქერებითა და მინერალური საცავებით, მორთულია ბერძნული, რომაული და ბიზანტიური ნანგრევებით, ...
1309 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ჰავაის ეროვნული პარკის ლანდშაფტი საზღვაო-სათავგადასავლო რომანიდან გადმოხატულს ჰგავს. პარკი კუნძულის შუაგულთან მდებარე მსოფლიოს უდიდეს ვულკან მაუნა-ლოასთან იწყება (4169 მ) და ვულკანურ სანაპირო ზოლზე მთავრდება, საიდანაც ცეცხლოვანი ლავა ჩაედინება ოკეანეში. პარკში მდებარეობს ...
ჰო ში მინი ჰა-ლონგის უბის აღწერისას ამბობდა, ამ საოცრების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელიაო. მართლაც, ლურჯ ზღვაში ამოწვერილი ათასობით კუნძულის ჯადოსნური ხედის აღწერა ძნელია. „ჰა-ლონგი“ ნიშნავს „ადგილს, სადაც დრაკონები ეშვებიან“. ლეგენდის მიხედვით, კუნძულები ღმერთების გამოგზავნილი დრაკონების პირიდან ...
მსოფლიოს უგრძესი ჩინეთის დიდი კედელი კაცობიობის მიერ განხორციელებული უდიდესი სამშენებლო პროექტია. ის მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთადაა აღიარებული. ყველა განშტოებას თუ მივათვლით, ჯამში კედლის სიგრძე 8852 კილომეტრია. კედელი კვეთს უდაბნოს, მინდვრიან დაბლობებს, მთებსა და პლატოებს. ...
ცნობილი ფრანგი მკვლევრის, ჟაკ-ივ კუსტოს მიერ მსოფლიოს საუკეთესო სადაივინგო ადგილად გამოცხადებული დიდი ლურჯი ღრმული ნამდვილი გეოლოგიური საოცრებაა. ზემოდან ღრმული სუფთა, ფირუზისფერი წყლის შუაგულში დახაზულ მუქ ინდიგოსებრ წრეს ჰგავს, თუმცა, ზედაპირის ქვეშ სტალაქტიტების, კირქვის უჩვეულო წარმონაქმნებისა ...
ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი მილიარდობით მარჯნის პოლიპისგან აგებული ჭრელი სამყაროა. ის დედამიწის უდიდესი რიფების სისტემაა და ბუნების შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთია. ბარიერული რიფის თბილ, არაღრმა წყლებში სიცოცხლე დუღს; მისი მდიდარი ეკოსისტემა ტროპიკული ტყეებივით მრავალფეროვანია. დიდი ბარიერული ...
საფრანგეთის ეროვნული ცნობიერებისთვის არმან ჟან დიუ პლესი, იგივე კარდინალი დე რიშელიე, სიმბოლური ფიგურაა და, შესაბამისად, მისი ისტორია და მოღვაწეობა ლეგენდებითაა მოცული, რომლის მიღმაც საკმაოდ რთულია ავთენტური ისტორიული მოვლენების გარჩევა გამოგონილისგან. ამასთან ერთად, თავად რიშელიე იყო ...
გრანდ-ტიტონის ეროვნული პარკი აშშ-ის ყველაზე მომხიბლავი ბუნებრივი ნაკრძალია. მის მშვიდ ტბებს, ღელეებსა და მდინარეებს ტიტონის ქედის კლდოვანი მწვერვალები დაჰყურებს ზემოდან. აქ 1000-მდე სახეობის მცენარე იზრდება, დაწყებული მაღალი ფიჭვებით, ტბისპირა ტირიფებითა და მინდვრის ყვავილებით, დამთავრებული დელიკატური ...