დელფო ძველი ბერძნული სამყაროს სასულიერო ცენტრი იყო. საყოველთაო რწმენით, დელფოში მცხოვრები მისნის პირით თავად ზევსის ძე, აპოლონი საუბრობდა. გასაკვირი არაა, რომ უძველესი ხალხი დელფოს კურთხეულად მიიჩნევდა – ქვეყანაში, რომელიც ბუნებრივ სილამაზეს არ უჩივის, დელფო ნამდვილად ...
დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ცხელი წერტილია სიკვდილის ველი, სადაც 1913 წლის 13 ივლისს რეკორდული ტემპერატურა 56.7°C დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ის სულაც არ არის შიშველი, უნაყოფო და უსიცოცხლო ადგილი, როგორც ბევრს ჰგონია. სინამდვილეში სიკვდილის ველი ძალიანაც ლამაზია. ...
მარილის ფენით დაფარული კლდეებით გარშემორტყმულ, უნაყოფო, უსწორმასწორო ლანდშაფტის შუაგულში მდებარეობს არაამქვეყნიური სილამაზით გამორჩეული მკვდარი ზღვა, რომლის მსგავსსაც დედამიწაზე სხვაგან ვერ იხილავთ. ვინაიდან მისი მშვიდი წყალი ოკეანისაზე ცხრაჯერ მლაშეა, ის ყველა ზღვის სახეობისთვის მომაკვდინებელია, არადა, უკვე ...
მრავალი წელია, ჩახლართული და დიდი მარცვლეულის რგოლები (crop circles) მსოფლიოს აკვირვებს. უკვე დადასტურებულია, რომ ისინი უცხოპლანეტელების ნახელავი ნამდვილად არ არის, თუმცა მათი შემოქმედება არაამქვეყნიური სილამაზის გეომეტრიული ფუგურების ხატვის ხელოვნებაში გადაიზარდა. თავიდან მარცვლეულის პრიმიტიულ რგოლებს ბრიტანეთის ...
უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია, ბრიუსელის ხედს ყველასათვის საყვარელი არქიტექტურული საოცრება, ატომიუმი ამშვენებს. 1958 წლის „მსოფლიო გამოფენის“ ცენტრალურ პავილიონად აგებული და დროებით, ექვსთვიან შენობათ დაპროექტებული ატომიუმით ხალხი იმდენად მოიხიბლა, რომ ამ უნიკალური და შთამბეჭდავი შენობის შენარჩუნება ...
როგორც ჩანს, ადამიანის წარმოშობის დარვინული თეორია საბოლოოდ განიცდის მალე კრახს. მეცნიერებმა უფრო ღრმად ჩაიხედეს დნმ მოლეკულებში და აღმოაჩინეს კოდირებული ინფორმაცია, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი, რთული გენეტიკური პროგრამების მქონე ბიოკომპიუტერის მაგვარი არსებაა. დნმ-ს მოლეკულებში არსებული უცნაური ტექსტების გაშიფვრას ცდილობენ კვანტური გენეტიკის ინსტიტუტის ...
არავინ იცის პირველად როდის და როგორ გაუსინჯეს გემო ინდიელებმა თამბაქოს. არადა, არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, ამერიკის ძირძველი მოსახლეობა თამბაქოს უხსოვარი დროიდან იცნობდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედამიწაზე მამონტების ჯოგები ბინადრობდნენ. მეცნიერების აზრით, თავიდან თამბაქოს ერთგვარ რიტუალურ ...
უზარმაზარი, მაღალი გოთიკური შედევრი, კელნის საკათედრო ტაძარი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლია. ქრისტეს შობის შემსწრე სამი მოგვის წმინდა ნაწილების დასასვენებლად აგებული ტაძარი რომის კათოლიკური ეკლესიის ყველაზე დიდ საძვალედ იქცა. აქ დღემდე ინახება ამ მოგვების ...
როგორც ნიუ-იორკია წარმოუდგენელი თავისუფლების ქანდაკების გარეშე, რიო-დე-ჟანეიროც არაფერი იქნებოდა, ქრისტეს ქანდაკება რომ არ ამშვენებდეს. ეს მსოფლიოე ერთ-ერთი უდიდესი ქანდაკება 1920-30-იანი წლების არტ-დეკოს სტილის დიდებული ნიმუშია. ქრისტეს უზარმაზარი ფიგურა ქალაქს კორკოვადოს მთის (710 მ) მწვერვალიდან დაჰყურებს ...
ფილიპინები – კუნძულ ბოჰოლის ცენტრალურ დაბლობზე სულ ცოტა 1268 კონუსისებრი ბორცვი დგას. ეს ბორცვები უძველესი ცივილიზაციის მიერ შექმნილ გიგანტურ ყორღანებს ჰგავს. სინამდვილეში ბორცვები ბუნებრივი წარმოშობისაა და კარსტული რელიეფის ყველაზე საოცარი და ლამაზი ნიმუშებია. ბოჰოლის კუნძულზე ...