რას ეძებ?

ისტორია საზოგადოება საინტერესო

„მშვიდობის ყალიონი“ – ცოტა რამ თამბაქოზე

ცოტა რამ თამბაქოზე

არავინ იცის პირველად როდის და როგორ გაუსინჯეს გემო ინდიელებმა თამბაქოს. არადა, არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, ამერიკის ძირძველი მოსახლეობა თამბაქოს უხსოვარი დროიდან იცნობდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედამიწაზე მამონტების ჯოგები ბინადრობდნენ.

მეცნიერების აზრით, თავიდან თამბაქოს ერთგვარ რიტუალურ სასმელად იყენებდნენ, შემდეგ მისი ღეჭვა დაიწყეს, ღეჭვიდან ყნოსვაზე გადავიდნენ, ბოლოს ყველაფერს მოწევა არჩიეს. თავიდან წმინდა თამბაქოს ეწეოდნენ, რომელიც სიგარასავით დახვეული ფოთოლი იყო ყოველგვარი დანამატისა და მინარევის გარეშე. მოგვიანებით თამბაქოს უმატებდნენ სხვადასხვა არომატულ ნივთიერებებს და ნარევს ბამბუკის მილით ეწეოდნენ.

ინდიელები თამბაქოს ძვირფას სამკურნალო მცენარედ თვლიდნენ. დაავადებული საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას მიჰყავდათ, სადაც რამდენიმე მწეველი მას თამბაქოს კვამლში ახვევდა. ასე „კურნავდნენ“ კბილის ტკივილს, ხველას, რევმატიზმს, ასთმასაც კი.

თამბაქო ინდიელთა მრავალრიცხოვანი რიტუალების განუყოფელი ატრიბუტი იყო. ბრძოლის დამთავრების შემდეგ გამარჯვებული ინდიელები „მშვიდობის ყალიონს“ აბოლებდნენ. ყალიონებს ამზადებდნენ ჯერ ბამბუკისგან, შემდეგ ქვისა და კერამიკისგან. არქეოლოგიური გათხრებისას არა მხოლოდ ყალიონები იპოვეს, არამედ მწეველი მამაკაცის კერამიკული ფიგურაც.

ასეა თუ ისე, ინდიელებისგან თამბაქო მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ძველი ინდიელები ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მათი სარიტუალო მცენარე უმძიმესი სენივით მოედებოდა ყველაფერს და არანაკლებ ზიანს მიაყენებდა მოსახლეობას, ვიდრე თუნდაც შავი ჭირი ან ქოლერა.

თეგები: თამბაქო, სიგარეტი, თუთუნი, ყალიონი, ინდიელები, საინტერესო

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა