რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

ბოჰოლის შოკოლადის ბორცვები – ფილიპინები

ბოჰოლის შოკოლადის ბორცვები - ფილიპინები

ფილიპინები – კუნძულ ბოჰოლის ცენტრალურ დაბლობზე სულ ცოტა 1268 კონუსისებრი ბორცვი დგას. ეს ბორცვები უძველესი ცივილიზაციის მიერ შექმნილ გიგანტურ ყორღანებს ჰგავს. სინამდვილეში ბორცვები ბუნებრივი წარმოშობისაა და კარსტული რელიეფის ყველაზე საოცარი და ლამაზი ნიმუშებია.

ბოჰოლის კუნძულზე 50კმ2 ფართობზე გადაჭიმული ამ უჩვეულოდ სიმეტრიული ბორცვების სიმაღლე 30-დან 120 მეტრამდე მერყეობს. მათზე მოზარდი ბალახი გვალვის სეზონში ყავისფრდება ხოლმე და ბორცვებსაც სახელი სწორედ მათ გამო შეერქვა. თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ბორცვები გოლიათების განავლისგან წარმოიქმნა (არსებობს უფრო რომანტიკული მითიც, რომ შოკოლადის ბორცვები ლამაზ მოკვდავ ქალზე შეყვარებული გოლიათის, სახელად აროგოს ცრემლებისგან წარმოიქმნა – ქალის სიკვდილის შემდეგ გოლიათი განუწვეტლივ ტიროდა). ბორცვების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, ყველა თანხმდება, რომ სულ ცოტა 1268 მაინც უნდა იყოს. ბოლო დათვლისას ბორცვების რაოდენობამ 1776 შეადგინა.

მენიერულად, ასეთ ბორცვებს „მოგოტებს“ უწოდებენ. მოგოტები მომრგვალებული ფორმის კარსტული ბორცვებია, რომლებიც ტექტონური ძვრებისას ამოწეული და გაბზარული ქვაქვიშისგან შეიქმნა. შოკოლადის ბორცვების ზედაპირიც სწორედ ქვიშაქვისაა. მოგვიანებით ქარისმიერმა და წყლისმიერმა ეროზიამ კირქვა გამოძერწა. საზღვაო ნამარხებით მდიდარი დანალექი ქანები მრავალ ბორცვში წყლისაგან არის გადარეცხილი და მრავალგან გამოღრუტნული. მოგოტები მსოფლიოს მრავალ კუთხეში გვხდება, განსაკუთრებით, კუბაში, თუმცა, შოკოლადის ბორცვებივით სიმეტრიულები – არსად. ის ფაქტი, რომ ამდენი კარსტული ბორცვი ერთდროულად წარმოიქმნა ერთ ადგილას, მეცნიერებს დღემდე აოცებს.

1988 წელს ფილიპინების მთავრობამ შოკოლადის ბორცვები ეროვნულ გეოლოგიურ ძეგლად გამოაცხადა, რამაც სამოქალაქო მღელვარება გამოიწვია, რადგან მრავალი ბორცვი კერძო ტერიტორიაზე იდგა და მეპატრონეებს იქ კარიერები ჰქონდათ გახსნილი. კანონის თანახმად, ადგილობრივებს ბორცვების ბუნებრივი რესურსების გამოყენების უფლება შეეზღუდათ. სახელმწიფო დაცული ტერიტორიის თანდათანობით გამოსყიდვას ცდილობს.

დღეს შოკოლადის ბორცვები ტურისტებისთვის ფილიპინების ტროპიკულ პლაჟებზე უფრო მიმზიდველია. ორი ბორცვი სასტუმროიან, რესტორნიან და სათვალიერებელპლატფორმიან კურორტადაც გადაკეთდა. მსოფლიოს ბუნებრივ შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ბოჰოლის შოკოლადის ბორცვები ფილიპინელების ეროვნული სიამაყე და ბუნების საიდუმლოთა გასაოცარი სიმბოლოა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა