Deep Purple -ის სოლისტის იენ გილანის ქორწილი თბილისში – 1990 წ
იენ გილანი თბილისში, ჟამთასვლა ფოტოსურათებზე – ცნობილ როკჯუფ Deep Purple -ის სოლისტმა იენ გილანმა და ბრონმა 1990 წელის 19 აგვისტოს თბილისის ქორწინების სასახლეში იქორწინეს და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს. შემდეგ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამის შემდეგ ჯგუფის წევრებთან და ქართველ მასპინძლებთან ერთად მცხეთაში, რესტორან “მარანში” საქორწინო ბანკეტით აღნიშნეს. სპეციალურად ამ ლამაზი ცერემონიისთვის წყვილს ქართული სამოსი შეუკერეს, იენს თეთრი ჩოხა ეცვა, ბრონის – ქართული კაბა.