რას ეძებ?

ბიზნესი ვიდეო საინტერესო

ელექტრო იახტა Solarimpact – ელეგანტური დიზაინი და მაღალი ტექნოლოგიები

ელექტრო იახტა Solarimpact სრულად შეესაბამება ტენდენციებს და სტილისტურად აერთიანებს მაღალ ტექნოლოგიებს, ელეგანტურ დიზაინს და ეკოლოგიურობას.

ნათელი და მეგობრული ინტერიერის წყალობით ელექტრო იახტა Solarimpact 78 მფლობელებს სთავაზობს მაქსიმალურ კომფორთს, კონფიდენციალურობას და ბევრ თავისუფალ სივრცეს. ის განკუთვნილია ხანგრძლივი მგზავრობისთვის. გემბანზე და მის ქვემოთ მოწყობილია საუკეთესო სივრცეები დასვენებისა და ურთიერთობისთვის, ხუთი ორადგილიანი კაბინა კი განკუთვნილია 10 ადამიანისთვის მაქსიმალური კოფორტის მისაღებად.

800კვტ.სთ ელემენტების წყალობით რომელიც მზის ენერგიით იტენება იახტას 10 სთ ცურვა შეუძლია მაქსიმალური სიჩქარით, ხოლო თუ ელემენტები დატენილია უფრო ხანგრძლივი დროით.

მაქსიმალური სიჩქარე 22 კვანძია, ხოლო 5 კვანძი სიჩქარით და მზის ენერგიის გამოყენებით მას ცურვა დაუსრულებლად შეუძლია. შედარებისთვის, ანალოგიური ზომების ჩვეულებრივი იახტა 10 კვანძი სიჩქარით გადაადგილებისას 100 ლიტრ საწვავს მოიხმარს. იახტას ასევე გააჩნია დიზელის ძრავიც და შეუძლია მისი გამოყენებაც.

გააჩნია ასევე სტაბილიზაციის საინტერესო ტექნოლოგია, ორად გაყოფილი მცურავი კორპუსი, რომელთა წყალობითაც იახტის რხევა შემცირებულია 90% ით და დიდი ტალღების დროსაც კომფორტულად გადაადგილდება.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *