ავსტრალიაში აღმოაჩინეს ჯუჯა ოპუსტუმები, რომლებიც გადაშენებულად მიიჩნეოდა
ამ ჯუჯა ოპოსუმების წონა ზრდასრულ ასაკში 10 გრამს არ აღემატება. ისინი ავსტრალიაში მდებარე კუნძულ კენგურუზე ველური ბუნების დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ისინი 2019-2020 წლებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად გადაშენდნენ, რადგან ცეცხლმა მათ საცხოვრებელი არეალი ფაქტიურად მთლიანად გაუნადგურა. ეს ამ ცხოველებთან შეხვედრის პირველი შემთხვევაა ხანძრის შემდგომ პერიოდში.
ჯერ კიდევ ბოლომდე ცნობილი არაა, თუ რა გავლენა მოახდინა ხანძარმა კუნძულის ეკოსისტემაზე. ასევე უცნობია როგორ იცხოვრებენ ცხოველები გარემოში, რომლის აღდგენასაც ალბათ ათეულობით წელი დასჭირდება. ჩანთოსანთა ეს სახეობა არც ისე გავრცელებულია და მისი აღმოჩენა საკმაოდ რთული იყო.