ეს უდიდესი დიპლომატიური გამარჯვებაა აზერბაიჯანის ისტორიაში – მეთიუ ბრაიზა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი ხელშეკრულება აშკარად უდიდესი დიპლომატიური გამარჯვებაა აზერბაიჯანის ისტორიაში – განაცხადა ეუთოს მინსკის ჯგუფის ყოფილმა თანათავმჯდომარემ მეთიუ ბრაიზამ.
ეს შეიძლება იყოს სტუდენტებისთვის საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სამხედრო ძალა, როგორც დიპლომატიური ინსტრუმენტი, პოლიტიკური რეალობის შესადგენად და ამით გააძლიერონ ქვეყანა.
”არსებითად, 10 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ახდენს ყველა ძირითადი პრინციპეპის რეალიზაციას, და ამას ემატება გზა ნახჭევნიდან აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილამდე”, – თქვა მან.
”ჩემთვის გასაგებია, რომ ასევე არის შანსი თურქეთის სამშვიდობოების წარმომადგენლების მონაწილეობის, ეს კი ხელს შეუწყობს რუსი სამშვიდობოების დაბალანსებას.
ასე რომ, როდესაც ივლისის შეტაკებების შემდეგ შეიქმნა დიპლომატიური ვაკუუმი, რუსეთმა და თურქეთმა შეავსეს ის და დაეხმარნენ მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დამსხდარიყვენ ომის სამხედრო ფაზის დასრულების შემდეგ. ”- განაცხადა ბრაიზამ.
იგი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით სომხეთი წაგებულად გამოიყურება, იმ მხრივ, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ”როგორც ჩანს, ეს მათთვის იყო ერთადერთი შესაძლო გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. ეს არის ის ფასი, რისი გადახდაც სომხეთს მოუწია საომარი მდგომარეობის ძალიან დიდი ხნით შენარჩუნებისთვის.”
წყარო: Azernews